დირექტორის მისალმება
დირექტორის მისალმებაძვირფასო მოსწავლეებო, კოლეგებო და მშობლებო, 2017 წლის სექტემბრიდან მაქვს პატივი, ვუხელმძღვანელო შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია ,,შავნაბადას“ სასკოლო საზოგადოებას, საზოგადოებას, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია და მისი თითოეული წევრი საკუთარი ოჯახის წევრად მიმაჩნია.
2017 წლის 4 სექტემბერს გიმნაზია ,,შავნაბადა“ 23 წლის გახდა, რაც კიდევ უფრო აათკეცებს ჩემს პასუხისმგებლობას. ჩემთვის მნიშვნელოვანია მრავალწლიანი გამოცდილების შედეგად ჩამოყალიბებული სასკოლო ტრადიციებისა და აკადემიური კულტურის შენარჩუნება. ამავდროულად, პრიორიტეტულია განათლების სისტემის თანამედროვე ამოცანებზე მყისიერი რეაგირება და ახალი მიდგომების დანერგვა ჩვენს სასკოლო ცხოვრებაში.
აღნიშნული 23 წლის განმავლობაში სკოლამ ბევრი სირთულე გამოიარა, თუმცა სირთულეებმა გაგვაძლიერა და დღეს გიმნაზია ,,შავნაბადა“ ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს იკავებს.
გიმნაზია ,,შავნაბადა“ ორიენტირებულია სწავლებაზე, რომელიც აღიარებს მოსწავლეს, როგორც ინდივიდს და ქმნის მასზე მორგებულ სასწავლო პროცესს. სკოლის მიზანია, აღზარდოს მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე ჰარმონიულად განვითარებული პიროვნება.
სასწავლო გარემოს სიჯანსაღესა და სწავლების ეფექტიანობას კი ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი განაპირობებს. გიმნაზია ,,შავნაბადას“ მიზანია პროფესიონალთა გუნდის შენარჩუნება და მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა, რაც სასიკეთოდ აისახება სასწავლო პროცესზე.
ჩვენი გუნდის წარმატებას განაპირობებს მუდმივი ზრუნვა განვითარებაზე, რაც სკოლის სტრატეგიული არჩევანია.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი ცხოვრების თანამეგზურად „შავნაბადას“ ირჩევს!
გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორი - ავთო აბდუშელიშვილი