მოხალისე მასწავლებელი
მოხალისე მასწავლებელი“მოხალისე მასწავლებელი“ - გიმნაზია “შავნაბადას“ ინიცირებული პროექტია, რომლის ანალოგი ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში არ მოიძებნება. პროექტის მიზანი საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, სასკოლო საზოგადოების გაერთიანება და მომავალი თაობებისთვის ხელმისაწვდომი ონლაინ განათლების შესაძლებლობის მიცემაა.
- ვინ არის “მოხალისე მასწავლებელი“?
ადამიანი, რომელიც მზად არის ონლაინ პლატფორმის მეშვეობით თავისი ცოდნა და გამოცდილება უსასყიდლოდ გაუზიაროს მომავალ თაობას.
- ვის შეუძლია გახდეს "მოხალისე მასწავლებელი"?
საქართველოს მასშტაბით არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლებს, ლექტორებს...
- როგორ ჩაერთვებიან მოსწავლეები პროგრამაში?
"მოხალისე მასწავლებლის" პროგრამაში ჩართვა ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. ამისთვის საჭიროა მოსწავლე დარეგისტრირდეს და აირჩიოს სასურველი პროგრამა.
მოხალისე მასწავლებლად დარეგისტრირება
პროგრამები მოსწავლეებისთვის:
გერმანული ენის კურსი;
საქართველო მსოფლიო ისტორიის ჭრილში;
ვიმოგზაუროთ ლიტერატურულ პერსონაჟებთან ერთად;
საქართველო უძველესი დროიდან მე-19 საუკუნემდე;
წრფივი ერთუცნობიანი განტოლებები და მისი გამოყენება ამოცანების ამოხსნისას;
წრფივი დაპროგრამების ამოცანები პრაქტიკაში;
პრობლემური საკითხები ინგლისურ ენაში;
საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოება;
ტექსტური რედაქტორი - word; ელექტრონული ცხრილები - Exel;
მხატვრული ტექსტების გააზრება (II კლასი);
მხატვრული ტექსტების გააზრება (III კლასი);
სახალისო მათემატიკა (II კლასი);
სახალისო მათემატიკა (III კლასი);
(არა)ნორმალური ადამიანები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები;
რიცხვების გამრავლება და გაყოფა (III კლასი);
მათემატიკა + კრიტიკული აზროვნება;
ხელოვნების ელემენტები და პრინციპები;
მათემატიკის საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდები;
მათემატიკის სასკოლო საოლიმპიადო ამოცანების ამოხსნის მეთოდური თავისებურებანი;
ქართული ფოლკლორი, ენა და დამწერლობა;
საქართველოს დასავლური არჩევანი - ნატო და ევროკავშირი;
სააბიტურიენტო პროგრამა ,,საქართველოს რეგიონები";
სახალისო ინგლისური (III-IVკლ.);
ვიმოგზაუროთ ლიტერატურულ პერსონაჟებთან ერთად (IV-Vკლ);
SAT გამოცდის ვერბალური ნაწილისთვის მომზადება;
ბუნებისმეტყველება (IV-VI კლასი);
სახალისო ბიოლოგია (VII-IX კლასი);
ადამიანის გენეტიკა და დაავადებები (VII-XI კლასი);
ხელოვნების ჟანრები და დარგები (VII-IX კლასი);
ვიმოგზაუროთ ლიტერატურულ პერსონაჟებთან ერთად (III-V კლასი);
მეტი ინფორმაციისთვის თვალყური ადევნეთ "მოხალისე მასწავლებლის" facebook-გვერდს: https://www.facebook.com/mokhalisemastsavlebeli/