დროის გამოწვევების შესაბამისი, ჰუმანური, დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გამზიარებელი, კანონმორჩილი და ტოლერანტი პიროვნების აღზრდა.
ხედვა
ჩვენი ხედვაა, ვიყოთ ორიენტირებული პიროვნების განვითარებისა და კომპეტენციების სრულყოფაზე, უწყვეტი განათლების (Continuing Education) და მთელი სიცოცხლის განმავლობაში განათლების მიღების (Life Long Learning) კონცეფციის პოპულარიზაციაზე, კომპეტენციების მუდმივი სრულყოფისა და ინოვაციების გაზიარების მოტივაციის ჩამოყალიბებაზე. 2030 წლამდე დაგეგმილი გვაქვს სასკოლო ტექნოლოგიური ჰაბის შექმნა, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს მოსწავლეებს დროის გამოწვევების შესაბამისი უნარებისა და კომპეტენციის განვითარებისა.
ღირებულებები
სკოლის მისიისა და ხედვის განხორციელებაში უპირველესად ვხელმძღვანელობთ სასწავლო პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით და საქმიანობას წარვმართავთ შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:
გუნდურობა: თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების კულტურის განვითარება, რომელიც ხელს უწყობს გუნდური სულისკვეთების ჩამოყალიბებას, საერთო მიზნების მიღწევასა და ინდივიდების უნარების გაერთიანებას სკოლის წარმატებისთვის.
თანასწორობა და სამართლიანობა: ყველა მოსწავლისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, მიუხედავად მათი სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული მდგომარეობისა.
პატივისცემა და ეთიკა: მოსწავლეების, მასწავლებლებისა და პერსონალის ურთიერთპატივისცემისა და ეთიკური ნორმების დაცვა.
მრავალფეროვნება და ინკლუზია: მრავალფეროვანი კულტურული და სოციალური იდენტობების აღიარება და მათი მხარდაჭერა.
კომუნიკაცია და თანამშრომლობა: გამჭვირვალე კომუნიკაციის ხელშეწყობა და თანამშრომლობა მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის.
მოვალეობის გრძნობა და პასუხისმგებლობა: მოსწავლეებსა და პერსონალს უნდა ჰქონდეთ პასუხისმგებლობა საკუთარი ქმედებების მიმართ და მზადყოფნა საზოგადოების საჭიროებების საპასუხოდ.
ინოვაცია: წახალისება იდეებისა და მეთოდებისა, რომლებიც ხელს შეუწყობს სკოლის განვითარებას.
ქველმოქმედება და სოციალური პასუხისმგებლობა: მოსწავლეების ჩართულობა საზოგადოების დახმარებაში და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება.