ინფრასტრუქტურა
ინფრასტრუქტურასასწავლებლის ინფრასტრუქტურა მოიცავს სამი ფლიგელისგან შემდგარ, ექვს სართულიან კეთილმოწყობილ კორპუსს, სადაც სწავლებისა და სწავლისათვის შექმნილია სასიამოვნო, კომფორტული და უსაფრთხო გარემო. 2016 წლის ზაფხულში სკოლის შენობა სრულად გარემონტდა. სკოლა აღჭურვილია ყველანაირი საჭირო ინფრასტრუქტურით. სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია დახურული სპორტული დარბაზი აღჭურვილი გასახდელებითა და საშხაპეებით, ხოლო სკოლის ეზოში გახლავთ ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედანი. გიმნაზიის პერიმეტრს იცავს დაცვის სამსახური 24საათის განმავლობაში. გიმნაზიის შენობაში და შენობის გარეთ დამონტაჟებულია ვიდეო–სამეთვალყურეო კამერები.