გიმნაზიის ისტორია

გიმნაზიის ისტორია

შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“ 1995 წელს დაფუძნდა. თავდაპირველად მისი სახელწოდება დამოუკიდებელი საერო გიმნაზია იყო, თუმცა 2000 წელს გიმნაზიას შავნაბადას წმინდა გიორგის მონასტრის საპატივცემულოდ მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით „შავნაბადა“ ეწოდა.  საწყის ეტაპზე გიმნაზია  მოიცავდა მხოლოდ დაწყებით  საფეხურს და სკოლის პირველი კურსდამთავრებულები 2004 წლის ნაკადი გახლდათ. გიმნაზია „შავნაბადას“  დაარსების  მიზანი იმთავითვე  იყო, ქართველი მოზარდებისთვის  მაღალი ხარისხის დაწყებითი და საშუალო განათლების შეთავაზება  და დროის გამოწვევის შესაბამისი, ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გამზიარებელი, კანონმორჩილი და ტოლერანტი პიროვნების აღზრდა. 

გიმნაზია „შავნაბადას“ დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რომ გამხდარიყო პოპულარული. თავდაუზოგავი შრომის ფასად სკოლამ მოიპოვა განსაკუთრებული წარმატებები და არსებობის პირველსავე წლებში შეძლო სწრაფი ზრდა-განვითარება.

გიმნაზიის მოსწავლეები იმთავითვე  განსაკუთრებულ შედეგებს აღწევდნენ სხვადასხვა რაიონულ თუ საქალაქო კონფერენციებში, ადგილობრივ ოლიმპიადებში, უმაღლესში მისაღებ გამოცდებზე, ეროვნულ გამოცდებზე და ა.შ. სკოლის გამოსაშვები გამოცდების (ჩAთ-ის ტიპი) 2014 წლის მონაცემით რესპუბლიკის მასშტაბით (2250 სკოლას შორის, როგორც კერძო ასევე საჯარო) გიმნაზია „შავნაბადას“ მოსწავლეთა შედეგები პირველი ხუთეულის ლიდერი იყო. ერთიანი ეროვნული გამოცდების დაარსების დღიდან (2005 წელი)  გიმნაზია „შაავნაბადას“ ყველა მოსწავლე წარმატებით აბარებს უმაღლეს სასწავლებელში მისაღებ გამოცდებს, მეტიც 2013 წლიდან დღემდე 94-ვე კურსდამთავრებული სახელმწიფო გრანტის მფლობელია.

2014, 2015 და 2016 წლებში გიმნაზიის მოსწავლეები მიხეილ აწყვერელი, ვლადიმერ კაპანაძე, ირინა მაჭავარიანი და გიორგი ელიავა საქართველოს სახელით (საქართველოს ეროვნული საოლიმპიადო ნაკრები) მსოფლიოს საერთაშორისო სხვადსხვა ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. უამრავია ის წარმატება, რომლებიც „შავნაბადელებს“ (ასე ვუწოდებთ ჩვენს მოსწავლეებს, პედაგოგებს და მშობლებს) მოუპოვებიათ ადგილობრივ შეჯიბრებებზე, ინტელექტუალურ თამაშებში, ეროვნულ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.

2015 წლის აპრილიდან გიმნაზიას ISO 9001 საერთაშორისო სერტიფიკატი მიენიჭა. გიმნაზია ,,შავნაბადა“ ორიენტირებულია, დაწესებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეინარჩუნოს სასწავლო პროცესის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხი, მუდმივად იზრუნოს მის გაუმჯობესებაზე.

 

2015 წლიდან გიმნაზია „შავნაბადაში“ ფუნქციონირებს სკოლამდელი განათლების ცენტრი, რომლის მიზანია მოამზადოს ბავშვი სკოლისათვის და ხელი შეუწყოს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი და ესთეტიკური  უნარების განვითარებას.

დღეს  გიმნაზია „შავნაბადა“ ამაყობს იმით, რომ თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობით, ინფრასტრუქტურითა და  სამეცნიერო ლაბორატორიებით, ორიგინალური ბიბლიოთეკითა და სააქტო დარბაზით ქვეყნისა მასშტაბით მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებად.

დაარსებისას 1995 წელის 4 სექტემბერს  გიმნაზიაში 32 ბავშვი ირიცხებოდა, დღეს სკოლაში 841 მოსწავლე სწავლობს. 
 

 

 

წარმატებები

წარმატებები
  • საქართველოში ყველაზე მასშტაბურ მათემატიკურ ოლიმპიადა “ევერესტში” გიმნაზია შავნაბადის ხუთმა მე-2 კლასელმა და III, IV, V, VI კლასების 17-მა მოსწავლემ დაიკავა საპრიზო ადგილები. ასევე, მასწავლებლების საუკეთესო ათეულში 4 “შავნაბადას” მასწავლებელი იყო.
  • სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველ ტურში გიმნაზიის თერთმეტმა მოსწავლემ გაიმარჯვა;
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებულ ბლოგების კონკურსში “პლანეტა თამბაქოს გარეშე“, 10 საუკეთესო ბლოგს შორის, გიმნაზია “შავნაბადას” მე-8 (3) კლასის მოსწავლეების მიერ მომზადებული ბლოგიც მოხვდა.
  • საერთაშორისო პროექტში „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისათვის” ჩვენმა სკოლამ დალი კერესელიძის, ინგა პაქსაშვილისა და თამარ შინჯიკაშვილის ხელმძღვანელობით წარადგინა პროექტი სახელწოდებით „პური ჩვენი არსობისა“, რომელიც 25 საუკეთესო პროექტთა შორის მოხვდა.
  • გიმნაზია ,,შავნაბადას” ორმა მოსწავლემ ოქროს მედალი მოიპოვა და ორმა მოსწავლემ ვერცხლის მედალი.
  • 2015 წელს, გიმნაზიის ოცდაოთხი კურსდამთავრებული სახელმწიფო გრანტის მფლობელი გახდა. აქედან, ცამეტმა სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება მიიღო, დანარჩენებმა კი 70% და 50%-იანი გრანტები მოიპოვეს.
  • გიმნაზია „შავნაბადას“ მეთორმეტეკლასელები მიხეილ აწყვერელი და გიორგი ელიავა, დანიაში ბიოლოგიის 26-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე საქართველოს წარმომადგენლები იყვნენ. ქვეყნის ეროვნული გუნდი ოთხი წევრისგან შედგებოდა, მათგან ორი ,,შავნაბადელი” მოსწავლე იყო, ხოლო გუნდის ერთი სარეზერვო წევრი, ასევე, გიმნაზიის მეთორმეტე კლასელი ქეთი სოლომნიშვილი იყო
  • 2015 წლის აპრილიდან, გიმნაზია “შავნაბადას” მინიჭებული აქვს ISO 9001 სერტიფიკატი.
  • ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 2013-2014 სასწავლო წელს ჩატარებულ ბიოლოგიის, ინგლისური ენის, ქართული ენისა და ლიტერატურის შეჯიბრებაში XII კლასის ხუთმა მოსწავლემ გაიმარჯვა. ასევე, მადლობის სიგელები გადაეცა გიმნაზიას და მის პედაგოგებს – ინგა ქონიაშვილსა და სოფიკო ზივზივაძეს.
  • გიმნაზია ,,შავნაბადას” ისტორიის პედაგოგმა და საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელმა დიმიტრი სილაქაძემ, გამარჯვება მოიპოვა თავდაცვის სამინისტროსა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებულ ახალგაზრდა მკვლევართა, ერთწლიანი კვლევითი სტიპენდიის კონკურსში.
  • „სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის“ პირველ ტურში გიმნაზიის 8 მოსწავლემ გაიმარჯვა; მეორე ტურში ოთხმა მოსწავლემ. სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის საბოლოო გამარჯვებულებს შორის პირველ ათეულში ორი „შავნაბადელი“ მოსწავლე მოხვდა. ორივე მათგანი ერთი თვით, სახელმწიფოს დაფინანსებით, ენის შემსწავლელ კურსებზე იყვნენ დიდ ბრიტანეთში.
  • ოლიმპიადა “ევერესტის” შემოდგომის სემესტრში გამარჯვება მოიპოვა გიმნაზიის ორმა მოსწავლემ, საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელდა „შავნაბადას“ მათემატიკის პედაგოგი, ქალბატონი ირმა ლაზარია. ხოლო სკოლებს შორის რეიტინგით პირველი ადგილი დამოუკიდებელმა საერო გიმნაზია „შავნაბადამ“ დაიკავა. ხოლო, გაზაფხულის სემესტრში ოთხმა მოსწავლემ და საუკეთესო მასწავლებელთა შორის დასახელდა „შავნაბადას“ ორი მასწავლებელი: ირმა ლაზარია და ანა ენუქიძე.
  • გიმნაზია ,,შავნაბადას” ოთხმა მოსწავლემ ოქროს მედალი მოიპოვა ხოლო ერთმა მოსწავლემ ვერცხლის მედალი.
  • 2013-2014 სასწავლო წელს გიმნაზია ,,შავნაბადა” 23-მა მოსწავლემ დაამთავრა და სასურველ უმაღლეს სასწავლებელში ყველა მათგანი ჩაირიცხა. თორმეტმა სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება მიიღო, დანარჩენებმა კი 70% და 50%-იანი.
  • საგანმანათლებლო ორგანიზაცია “დიდაქტიკის” მიერ ჩატარებულ მათემატიკისა და ქართული ენის ოლიმპიადებში, სასწავლო წლის მანძილზე წარმატებას მიაღწია 27-მა მოსწავლემ;
  • საპატრიარქოს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადაში „ანდრია პირველწოდებულის თასზე“ წარმატებას მიაღწია 30-მა მოსწავლემ;
  • ოლიმპიადა „ქინგსში“ სასწავლო წლის მანძილზე წარმატებას მიაღწია 20-მა მოსწავლემ;
  • არსამთავრობო ორგანიზაცია ELCML პროექტის "ჩვენ დავბრუნდებით" ფარგლებში, საუკეთესო ფერწერული ნახატების შექმნისათვის საერთაშორისო დიპლომებით დაჯილდოვდა გიმნაზია შავნაბადას ათი მოსწავლე .
  • ოლიმპიადა “ევერესტში” გამარჯვება მოიპოვა ექვსმა მოსწავლემ და მასწავლებელთა საუკეთესო ათეულში მოხვდნენ გიმნაზიის პედაგოგები: შორენა გოგია და ხათუნა ფოფხაძე.
  • საგანმანათლებლო ორგანიზაცია “დიდაქტიკის” მიერ ჩატარებულ მათემატიკისა და ქართული ენის ოლიმპიადებში გამარჯვება მოიპოვა თვრამეტმა მოსწავლემ. გამარჯვებულ მასწავლებლებად კი დასახელდნენ პედაგოგები: რუსუდან ლომთაძე, მარიამ ქისტიშვილი და სოფიო ლომიძე.
  • “ქართული უნივერსიტეტის” მათემატიკურ ოლიმპიადაში გაიმარჯვა ათმა მოსწავლემ. გამარჯვებულ მასწავლებლად დასახელდა პედაგოგი მარიამ ქისტიშვილი.
  • ორგანიზაცია “ჩაღლარის” მიერ ჩატარებულ მათემატიკის ოლიმპიადაში გამარჯვება მოიპოვა სამმა მოსწავლემ. გამარჯვებულ მასწავლებლად დასახელდა პედაგოგი სოფიო ლომიძე.
  • ოლიმპიადა “ევერესტში” სასწავლო წლის მანძილზე წარმატებას მიაღწია 31-მა მოსწავლემ. პედაგოგები-შორენა გოგია და სოფიო ლომიძე ორგანიზაცია „ევერესტის“ მიერ იქნა დასახელებულნი საუკეთესო მასწავლებლებად;
  • მათემატიკურ ოლიმპიადა “კენგურუში” გაიმარჯვა სამმა მოსწავლემ;
  • მათემატიკურ ოლიმპიადა “ევერესტში” გამარჯვება მოიპოვა თერთმეტმა მოსწავლემ. ორგანიზაციის მიერ გამარჯვებულ მასწავლებლებად დასახელდნენ პედაგოგები: შორენა გოგია, ინგა ლაზარია, ხათუნა ფოფხაძე და მერი ონიკაშვილი.ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის გიმნაზიას გადაეცა მადლობის ფურცელი.
  • მათემატიკურ ოლიმპიადა “კენგურუში” გაიმარჯვა ოთხმა მოსწავლემ.
  • ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 2011-2012 სასწავლო წელს მოვიპოვეთ გუნდური I ადგილი ბიოლოგიაში, ხოლო გუნდური III ადგილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ასევე ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადის I ხარისხის დიპლომი ბიოლოგიაში მოიპოვა XII კლასის მოსწავლემ გვანცა მენოგნიშვილმა, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მადლობის სიგელითა და პრემიით 8000 (რვა ათასი) ლარით დააჯილდოვა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია “შავნაბადა”.
  • მათემატიკურ ოლიმპიადა “ევერესტში” გამარჯვება მოიპოვა ხუთმა მოსწავლემ. ორგანიზაციის მიერ გამარჯვებულ მასწავლებლად დასახელდა პედაგოგი – ირმა ლაზარია. ოლიმპიადაში წარმატებული მონაწილეობისათვის გიმნაზიას გადაეცა “მადლობის ფურცელი”.
  • ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 2010-2011 სასწვლო წელს მოვიპოვეთ გუნდური I ადგილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიასა და ბიოლოგიაში, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მადლობის სიგელითა და პრემიით 13000 (ცამეტი ათასი) ლარით დააჯილდოვა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია “შავნაბადა”.
  • საგანმანათლებლო ორგანიზაცია “დიდაქტიკის” მიერ ჩატარებულ მათემატიკისა და ქართული ენის ოლიმპიადებში გამარჯვება მოიპოვა ექვსმა მოსწავლემ, რისთვისაც გიმნაზიას გადაეცა “მადლობის ფურცელი”.
  • ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 2009-2010 სასწავლო წელს მოვიპოვეთ გუნდური I ადგილი ბიოლოგიაში, რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მადლობის სიგელითა და პრემიით 5000 (ხუთი ათასი) ლარით დააჯილდოვა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია “შავნაბადა”.
  • ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში 2008-2009 სასწავლო წელს მოვიპოვეთ გუნდური I ადგილი,ბიოლოგიაში რისთვისაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მადლობის სიგელითა და პრემიით 3000 (სამი ათასი) ლარით დააჯილდოვა დამოუკიდებელი საერო გიმნაზია “შავნაბადა”.