ხარისხის უზრუნველყოფა

ხარისხის უზრუნველყოფა

2015 წლის აპრილიდან გიმნაზია ,,შავნაბადა“ ISO (International Standardization Organization) სერტიფიკატის მფლობელია.

სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, როგორც საგანმანათლებლო, ისე მენეჯმენტის კუთხით. 

ISO 9001:2015 გულისხმობს:

  • ორგანიზებული და ხარისხიან სასწავლო პროცესის მიწოდებას;
  • უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას;
  • მაღალკვალიფიკაცირებულ პედგოგთა გუნდის შექმნას;
  • სასკოლო სისტემის ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას;
  • სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციასა და მართვას;
  • ცალკეული პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს;
  • დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებას;
  • ორიენტაციას მომხმარებელზე;
  • დახვეწილ სასწავლო პროცესს;
  • მონაცემთა ვალიდაციას.
  • სასწავლო პროცესის ანალიზს, შეუსაბამობების აღმოფხვრას და გაუმჯობესებაზე ზრუნვას.

სერტიფიკატს 3 წლიანი ვადა აქვს, თუმცა გიმნაზია ,,შავნაბადა“ ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს მასერთიფიცირებელი ორგანოს გარე აუდიტი.

Interteki-ი მსოფლიოში 7 კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც ორგანიზაციების ხარისხის კონტროლისა და სერტიფიცირების უფლება აქვს. Interteki-ის სათავო ოფისი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში.

გიმნაზია ,,შავნაბადა“ ორიენტირებულია, დაწესებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეინარჩუნოს სასწავლო პროცესის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხი, მუდმივად იზრუნოს მის გაუმჯობესებაზე.