ხარისხის უზრუნველყოფა
ხარისხის უზრუნველყოფა2015 წლის აპრილიდან გიმნაზია ,,შავნაბადა“ ISO (International Standardization Organization) სერტიფიკატის მფლობელია.
სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, როგორც საგანმანათლებლო, ისე მენეჯმენტის კუთხით.
ISO 9001:2015 გულისხმობს:
- ორგანიზებული და ხარისხიან სასწავლო პროცესის მიწოდებას;
- უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას;
- მაღალკვალიფიკაცირებულ პედგოგთა გუნდის შექმნას;
- სასკოლო სისტემის ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას;
- სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციასა და მართვას;
- ცალკეული პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს;
- დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებას;
- ორიენტაციას მომხმარებელზე;
- დახვეწილ სასწავლო პროცესს;
- მონაცემთა ვალიდაციას.
- სასწავლო პროცესის ანალიზს, შეუსაბამობების აღმოფხვრას და გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
სერტიფიკატს 3 წლიანი ვადა აქვს, თუმცა გიმნაზია ,,შავნაბადა“ ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს მასერთიფიცირებელი ორგანოს გარე აუდიტი.
Interteki-ი მსოფლიოში 7 კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც ორგანიზაციების ხარისხის კონტროლისა და სერტიფიცირების უფლება აქვს. Interteki-ის სათავო ოფისი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში.
გიმნაზია ,,შავნაბადა“ ორიენტირებულია, დაწესებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეინარჩუნოს სასწავლო პროცესის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხი, მუდმივად იზრუნოს მის გაუმჯობესებაზე.