სიახლეები
გიმნაზიაში სწავლა ფიზიკურ გარემოში 4 ნოემბერს განახლდება
29 ოქტომბერი 2020
28 ოქტომბერს (PCR ტესტის პასუხი 22:00 საათზე გახდა ცნობილი), გიმნაზია "შავნაბადას" პედაგოგს და ამავდროულად მმართველი გუნდის წევრს დაუდასტურდა კოვიდ19.
პარასკევს, 23 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, იგი იმყოფებოდა სკოლაში. სიმპტომები შაბათს გამოუვლინდა.
პანიკის არავითარი საფუძველი არ არის, თუმცა, ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციის შემდეგ, რისკის თავიდან აცილების მიზნით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სკოლა (I-VI კლასები) 3 ნოემბრის ჩათვლით გადავიდეს სწავლების დისტანციურ ფორმაზე.
დამატებით ინფორმაციას მოგაწვდიან კლასების ხელმძღვანელები და ტუტორები.
გისურვებთ ჯანმრთელობას!