სიახლეები
შინაური ცხოველების დღე
19 აპრილი 2024
შინაური ცხოველების დღე ჩვენი საყვარელი დღესასწაულია და ამ დღით ვცდილობთ შევახსენოთ ერთმანეთს რომ, ცხოველები ჩვენი მეგობრები არიან და მათ განსაკუთრებული სითბო და ზრუნვა სჭირდებათ.
მთელი კვირის მანძილზე ჩვენი მოსწავლეები თანატოლებს საკლასო ოთახებში სტუმრობდნენ და მათი საყვარელი შინაური ცხოველების შესახებ ინფორმაციას უზიარებდნენ, გასულ შაბათს კი, გიმნაზიას შინაურ ცხოველებთან ერთად ესტუმრნენ.
ღონისძიების მთავარი თემა, რომლის გარშემოც ყოველ წელს ვერთიანდებით „პასუხისმგებლობა და მზრუნველობაა" , რაც ასეთი მნიშვნელოვანია როცა საქმე ცხოველებს ეხება.
სპეციალური სტუმრებიც გვყავდა, რომლებმაც საინტერესო ამბები გვიამბეს თავიანთ შინაურ ცხოველებზე და გაგვიზიარეს გამოცდილება.
არ შეიძლება განსაკუთრებული მადლობა არ ვუთხრათ მათ:
- ვეტერინარული კლინიკა Vet House - ვეტ ჰაუსი-ს, რომელიც ყოველ წელს, საინტერესო რჩევებითა და საჩუქრებით, ჩვენი ღონისძიების სტუმარია;
- ნინჯაპეტი ჩვენი კურსდამთავრებულების სტარტაპი, სადაც თქვენი ცხოველებისთვის უამრავ საჭირო აქსესუარს იპოვით;
- და, რა თქმა უნდა, ჩვენი ტრადიციული სტუმარი, რომელსაც დიდი ხანია დავუმეგობრდით, კინოლოგი, ძაღლების ქცევის სპეციალისტი, კახა კვირიკაშვილი და მისი ოთხფეხა მეგობარი დიმუ "კახას სკოლა"-დან. მათგან ჩვენმა მოსწავლეებმა და სტუმრებმა ძალიან საინტერესო რჩევები მიიღეს.