სიახლეები

ISO (International Standardization Organization) სერტიფიკატი

01 მარტი 2019

გიმნაზია "შავნაბადას" მიმდინარე წლის 26-28 თებრვალს, ბრიტანული საერთაშორისო აუდიტორული კომპანია Intertek-ის აუდიტი ესტუმრა.

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია გიმნაიზაში ყოველწლიურად ატარებს აუდიტს, რომლის დროსაც კონტროლდება პროცესების შესრულების შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან. ეს გულისხმობს სამუშაო პროცესების, დასაქმებული კადრების, აღჭურვილობის, სოციალური და ეკოლოგიური პასუხიმსგებლობის, უსაფრთხოების წესების და ა.შ. შესაბამისობას სკოლაში საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი ნორმების მიხედვით.

Interteki-ი მსოფლიოში 7 კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც ორგანიზაციების ხარისხის კონტროლისა და სერტიფიცირების უფლება აქვს.

 

გიმნაზია "შავნაბადა" 2015 წლის აპრილიდან არის ISO (International Standardization Organization) სერტიფიკატის მფლობელი!

ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტია!

სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, როგორც საგანმანათლებლო, ისე მენეჯმენტის კუთხით.

სერტიფიკატს 3 წლიანი ვადა აქვს, თუმცა გიმნაზია ,,შავნაბადა“ ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს მასერთიფიცირებელი ორგანოს გარე აუდიტი.

ISO 9001:2015 გულისხმობს:

  • ორგანიზებული და ხარისხიან სასწავლო პროცესის მიწოდებას;
  • უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას;
  • მაღალკვალიფიკაცირებულ პედგოგთა გუნდის შექმნას;
  • სასკოლო სისტემის ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას;
  • სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციასა და მართვას;
  • ცალკეული პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს;
  • დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებას;
  • ორიენტაციას მომხმარებელზე;
  • დახვეწილ სასწავლო პროცესს;
  • მონაცემთა ვალიდაციას.
  • სასწავლო პროცესის ანალიზს, შეუსაბამობების აღმოფხვრას და გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
     

გიმნაზია ,,შავნაბადა“ ორიენტირებულია, დაწესებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეინარჩუნოს სასწავლო პროცესის, მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ხარისხი და მუდმივად იზრუნოს მის გაუმჯობესებაზე!

მსგავსი სიახლეები