სიახლეები
2015 წლიდან „შავნაბადა“ ISO სერტიფიკატის მფლობელია
გიმნაზია „შავნაბადა“ ორიენტირებულია, დაწესებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შეინარჩუნოს სასწავლო პროცესის, მომსახურების, ინფრასტრუქტურის ხარისხი და მუდმივად იზრუნოს მის გაუმჯობესებაზე.
Interteki-ი მსოფლიოში 7 კომპანიიდან ერთ-ერთია, რომელსაც ორგანიზაციების ხარისხის კონტროლისა და სერტიფიცირების უფლება აქვს. Interteki-ის სათავო ოფისი მდებარეობს დიდ ბრიტანეთში, ლონდონში და ჩვენი მიზნის შესრულებაში სწორედ ისინი გვეხმარებიან.
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია გიმნაზიაში ყოველწლიურად ატარებს აუდიტს, რომლის დროსაც კონტროლდება პროცესების შესრულების შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან.
ISO 9001:2015 ხარისხის მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტია და ამ სერტიფიკატის ფლობა ნიშნავს, რომ ორგანიზაციის საქმიანობა შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, როგორც საგანმანათლებლო, ისე მენეჯმენტის კუთხით.
ISO 9001:2015 გულისხმობს:
- ორგანიზებული და ხარისხიან სასწავლო პროცესის მიწოდებას;
- უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას;
- მაღალკვალიფიკაცირებულ პედგოგთა გუნდის შექმნას;
- სასკოლო სისტემის ეფექტურობის მუდმივ გაუმჯობესებას;
- სამუშაო პროცესების სტანდარტიზაციასა და მართვას;
- ცალკეული პროცესების მონიტორინგსა და ანალიზს;
- დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოებას;
- ორიენტაციას მომხმარებელზე;
- დახვეწილ სასწავლო პროცესს;
- მონაცემთა ვალიდაციას;
- სასწავლო პროცესის ანალიზს, შეუსაბამობების აღმოფხვრას და გაუმჯობესებაზე ზრუნვას.
2015 წლის აპრილიდან გიმნაზია "შავნაბადა" ISO (International Standardization Organization) სერტიფიკატის მფლობელია. სერტიფიკატს 3 წლიანი ვადა აქვს, თუმცა გიმნაზია ,,შავნაბადა“ ვალდებულია ყოველწლიურად გაიაროს მასერტიფიცირებელი ორგანოს გარე აუდიტი.