სიახლეები

როგორ გავხადოთ ონლაინ სწავლება ეფექტური

31 ივლისი 2020

8 რჩევა მოსწავლეებს, თუ როგორ გავხადოთ ონლაინ სწავლება უფრო ეფექტური

1. იყავით პოზიტიური 

ახალ გამოწვევებთან გამკლავება ადვილი არ არის, თუმცა პოზიტიური განწყობით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი. პოზიტიური განწყობა ონლაინ სწავლებისას საუკეთესო შესაძლებლობაა  საკუთარი თავის გასამხნევებლად. გახსოვდეთ, ყველაფერი, რასაც სწავლობთ, იქნება ეს საყვარელი თუ ნაკლებად საყვარელი საგანი,- დაგეხმარებათ პიროვნულ ზრდაში.

2. გახდით უფრო მეტად ორგანიზებულნი და შეინარჩუნეთ ეს მდგომარეობა

მოიწყვეთ სასწავლო სივრცე დავალებების შესასრულებლად. დარწმუნდით, რომ თქვენს წიგნებს, კალმებს, ქაღალდებს, კომპიუტერსა და სხვა ნივთებს თავიანთი ადგილი აქვს. ყველა საგნისთვის ინდივიდუალურად შექმენით ელექტრონული საქაღალდე.

3. შექმენით თქვნთვის ხელსაყრელი განრიგი

იმის მიუხედავად, რომ ონლაინ სწავლება შედარებით მეტ თავისუფლებას გაძლევთ, ბოროტად ნუ ისარგებლებთ ამით. ეცადეთ თქვენი სწავლის საათები თქვენი მასწავლებლების სამუშაო საათებს დაამთხვიოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად მიიღოთ მათგან უკუკავშირი.

4. დაისახეთ პირადი მიზნები

კარგად დაფიქრდით, რისი შესრულება გსურთ, იქნება ეს გრძელვადიანი თუ  მოკლევადიანი მიზანი. იქნებ რომელიმე საგანში ქულის გამოსწორება გინდათ  ან გამოცდაზე უმაღლესი ქულის მიღება. დარწმუნდით, რომ ყველა მიზანი,რომლებსაც დაისახავთ, ჩამოწეროთ, რომ მუდმივად გახსოვდეთ

5. მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი რესურსი

თქვენ,  ონლაინ სწავლების მოსწავლეებს, ძალიან ბევრი სასარგებლო რესურსის გამოყენება შეგიძლიათ, ბუნებრივია, გახსენდებათ ისეთი რესურსები, როგორებიცაა: თქვენი კონსპექტები, ბიბლიოთეკა, ონლაინ ინსტრუქციები, სანდო საიტები, მაგრამ არ დაგავიწყდეთ ადამიანური რესურსი, რომლის დახმარებას ნებისმიერ დროს შეძლებთ...და ვინ  არიან ისინი? -მშობლები, მასწავლებლები, სკოლის სხვა თანამშრომლები, დირექტორი - ინფორმაციის საუკეთესო წყაროები არიან. კიდევ იცით, რა...არსებობს ერთი ასეთი წესიც, თუ პასუხს 5 წუთზე მეტხანს ეძებთ, დახმარება ითხოვეთ!

6. მუდმივად იყავით ჩართული "თამაშში"

ყოველთვის უმჯობესია იყოთ წინ, ვიდრე ბოლო წუთებში იტანჯოთ. დაყავით დიდი პროექტი მცირე, ადვილად სამართავ ნაწილებად - და ყველა მათგანის შესრულებისთვის დაიწესეთ ვადა. აიძულეთ საკუთარი თავი, ყველაფერი თავის დროზე გააკეთოს,  ,,ფეხის თრევის“ გარეშე.

7. ივარჯიშეთ მეგობრებთან ერთად ონლაინ

საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ძალიან დიდ დროს ატარებენ ონლაინ - ასრულებენ დავალებებს, ესაუბრებიან თანატოლებს, კონსულტაციებს გადიან მასწავლებლებთან. ასე რომ, ფიზიკური სავარჯიშოების დღის განრიგში დამატება მნიშვნელოვანია. მას შეუძლია აგავსოთ ენერგიით, კარგი განწყობით,  სხარტად აზროვნების უნარით.

8. ისწავლეთ პრობლემების მოგვარება

ყველას აქვს პრობლემა. ყველა ადამიანმა, რომელმაც წარმატებას მიაღწია, იქამდე მისაღწევად დიდი და რთული გზა გაიარა. თუ ცუდი ქულა მიიღეთ, განიხილეთ ეს ამბავი მეგობართან, გააცნობიერეთ, რომ ეს არის გამოცდილება, რომელსაც სწავლის პერიოდში იღებთ. ეს საუბარი დაგეხმარებათ სხვა თვალით დაინახოთ მომხდარი. წინ წასასვლელად, თქვენს ქმედებებზე პასუხისმგებლობის აღება უნდა ისწავლოთ და მომავალში თქვენი ცუდი ჩვევების შეცვლაზე იმუშაოთ. მომავალში წარმატების მისაღწევად გეგმების დასახვა თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ!


ზემოთ მოყვანილი რჩევები მოსწავლეებს დაეხმარება  დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბებაში, დროის მართვის ისეთი უნარების შეძენაში, რომლებიც არა მარტო სკოლაში, არამედ უნივერსიტეტში და მუშაობის დროსაც დაეხმარება მათ!
 

მსგავსი სიახლეები