სიახლეები

გიმნაზიის კურსდამთავრებულების საუკეთესო შედეგები 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

02 სექტემბერი 2024

 

6 - 100%-იანი, 8 - 70%-იანი და 19 - 50%-იანი სახელმწიფო გრანტი გიმნაზია „შავნაბადას” 2024 წლის კურსდამთავრებულებს.

ტრადიცია არც წელს დარღვეულა, გიმნაზია „შავნაბადას“ ყველა კურსდამთავრებულმა, 2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საუკეთესო შედეგები აჩვენა და სასურველ სასწავლებელში ჩაირიცხა.

 

 

  • „სასკოლო ცხოვრების ყველაზე დასამახსოვრებელი და საპასუხისმგებლო წელი იყო აბიტურიენტობა. ბევრი შრომა და ნერვიულობა იყო, თან ახალი გამოცდილებებიც. უამრავი სირთულის, თავდაუზოგავი შრომის, გამხნევების ფონზე ჩვენს წარმატებაში მთავარი წვლილი მაინც ჩვენმა მასწავლებლებმა შეიტანეს და ერთად შევძელით სასურველი შედეგის მიღება...“ - ლიზი ქათამაძე
  • „დამღლელი წელი იყო, სულ მეცადინეობა და შრომა. 100%-ს ველოდებოდი უფრო და ცოტა გული დამწყდა, მაგრამ სასურველი უნივერსიტეტი და ფაკულტეტი რომ დავინახე, მივხვდი რომ შრომამ შედეგი გამოიღო...“- გეგა ჩხაიძე
  • „გამოცდების შემდგომ პასუხების გაგების დაუსრულებელი ლოდინი ძალიან მსტრესავდა, თუმცა ყოველთვის ოპტიმისტურად ვიყავი განწყობილი და მჯეროდა საკუთარი შესაძლებლობების. საბოლოო შედეგების გაგების შემდეგ კი სიხარულის ცრემლების შეკავება რთული იყო, როდესაც დავრწმუნდი, რომ შრომა დამიფასდა და ვამაყობდი საკუთარი თავით...“ - მარი დაუთაშვილი
  • „ადამიანი სოციალური არსებაა” - ასე დავიწყე ქართულის საგამოცდო თემა, რომელშიც ადამიანთა საერთო ღირებულებებზე ვიმსჯელე. მართლაც ასეა, როცა თავს ჯანსაღ გარემოში გრძნობ, სადაც განათლება, ურთიერთპატივისცემა, ერთმანეთის შეხედულებების მიმღებლობა და უსაფრთხოება მთავარი ღირებულებაა, იქ რთული არაფერია. კიდევ ერთხელ მადლობა...“- ანასტასია ჯაჭვაძე

ჩვენი მოსწავლეები სწავლას საქართველოს ისეთ უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელებენ, როგორებიცაა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტი, კავკასიის უნივერსიტეტი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი,ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში, საბაუნი, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი, პეტრე შოთაძის სამედიცინო აკადემია, საქართველოს უნივერსიტეტი..

ვულოცავთ აწ უკვე სტუდენტებს ამ წარმატებას და თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობას ვუხდით მათ მასწავლებლებს!
 

მსგავსი სიახლეები