სიახლეები
ფოტოკონკურსი - კადრი თბილისის ქუჩებიდან
გიმნაზია „შავნაბადა“ VIII-XI კლასის მოსწავლეებისთვის აცხადებს ფოტოკონკურსს - კადრი თბილისის ქუჩებიდან, რომელიც სასკოლო პროექტ „თბილისი 900“-ის ფარგლებში ტარდება.
აღნიშნული პროექტი უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს და აღმაშენებლის მიერ თბილისის გათავისუფლებასა და დედაქალაქის გადმოტანის 900 წლისთავს (1122 წ.) ეძღვნება.
გადაიღეთ ფოტო თბილისის ქუჩიდან, რომელიც ასახავს თბილისის ყოველდღიური ცხოვრების რიტმს, ყოფას, არქიტექტურას... დაასათაურეთ და გამოგვიგზავნეთ.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია გიმნაზია "შავნაბადას" VIII-XI კლასის ნებისმიერ მოსწავლეს.
ფოტოების გამოგზავნის ვადა და პირობები:
- ფოტოების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2022 წლის 5 მაისიდან 2022 წლის 25 მაისის ჩათვლით, თბილისის დროით 23:59 საათამდე;
- მონაწილემ უნდა გამოაგზავნოს მინიმუმ 1 და მაქსიმუმ 5 ფოტო, რომელიც პასუხობს კონკურსის შინაარსს;
- საკონკურსო ფოტო უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე pr@shavnabada.edu.ge
შეფასების კრიტერიუმები:
- გზავნილი თბილისის ქუჩიდან (ყოველდღიური ცხოვრების რიტმი, ყოფა, არქიტექტურა...);
- თემის წარმოჩენის კუთხე;
- ვიზუალური მიდგომა და ფორმა.
ტექნიკური მოთხოვნები:
- ფოტოები უნდა იყოს 1,500 px, მაღალი ხარისხის JPEG ფორმატი, (8 და ზემოთ), დაახლოებით 1000kb სიდიდის;
- ფოტოსთან ერთად გამოგზავნისას ელექტრონულ ფოსტაზე კონკურსანტმა აუცილებლად უნდა მოგვწეროს სახელი, გვრი და ფოტოს სახელი;
- ნებადართულია ფოტოების მინიმალური ციფრული დამუშავება, მაგალითად: მინიმალური სიმკვეთრე, კონტრასტი, გაღიავება ან ჩამუქება. ფოტო შეიძლება იყოს როგორც ფერადი, ისე შავ-თეთრი. ფოტოს არ უნდა ჰქონდეს ზედ დატანებული სახელი ან ლოგო. ფოტოს არ უნდა ჰქონდეს დამატებული ჩარჩო.
ვინ შეარჩევს და შეაფასებს ფოტოებს?
კონკურსის გამარჯვებულს გამოავლენს დამოუკიდებელი ჟიური და საჩუქრად გადასცემს ფოტოაპარატს FUJIFILM INSTAX MINI.
ჟიური ასევე გამოავლენს II და III ადგილზე გასულ კონკურსანტებსაც, რომლებსაც სიმბოლურ საჩუქრებს გადასცემს.