სიახლეები
ონლაინ კონფერენცია „დისტანციური სწავლების გამოწვევები, პრობლემები და მიღწევები“
05 მაისი 2020
გიმნაზია „შავნაბადა“ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად აცხადებს მასწავლებელთა ონლაინკონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას.
კონფერენცია, სახელწოდებით „დისტანციური სწავლების გამოწვევები, პრობლემები და მიღწევები“, გაიმართება 2020 წლის 13 ივნისს, ონლაინ რეჟიმში, ზუმის (Zoom) ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.
კონფერენციის მიზნები:
- დისტანციურ სწავლებაში მასწავლებელთა საუკეთესო პედაგოგიური გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების ხელშეწყობ
- დისტანციური სწავლების პროცესებში ახალი მიდგომების, სტრატეგიებისა და სასწავლო რესურსების მიმართულებით ცოდნისა და გამოცდილების გააქტიურება;
- დისტანციური სწავლების პროცესებში ინკლუზიური განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარება.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს