სიახლეები

გიმნაზია „შავნაბადა“

23 სექტემბერი 2021
  • დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“ 1995 წელს დაფუძნდა და საწყის ეტაპზე, მხოლოდ დაწყებით საფეხურს მოიცავდა. იმ დროს, გიმნაზიაში 32 ბავშვი ირიცხებოდა, დღეს სკოლაში 848 მოსწავლე სწავლობს. სკოლის პირველი კურსდამთავრებულები 2004 წლის ნაკადი გახლდათ.
  • უამრავია ის წარმატება, რომლებიც „შავნაბადელებს“ მოუპოვებიათ ადგილობრივ შეჯიბრებებზე, ინტელექტუალურ თამაშებში, ეროვნულ ოლიმპიადებსა და კონფერენციებში.
  • რა არის გიმნაზია „შავნაბადას“ უმთავრესი მიზანი ?

დაარსების დღიდან გიმნაზია „შავნაბადას“ მიზანი ქართველი მოზარდებისთვის მაღალი ხარისხის დაწყებითი და საშუალო განათლების შეთავაზება და დროის გამოწვევის შესაბამისი, ჰუმანიზმისა და დემოკრატიული ფასეულობების მატარებელი, ქვეყნის ინტერესების, ტრადიციებისა და ღირებულებების გამზიარებელი, კანონმორჩილი და ტოლერანტი პიროვნების აღზრდა იყო. ამ მიზანს უკვე 26 წელია პირნათლად ვემსახურებით.

  • გიმნაზიის ინფრასტრუქტურა მოიცავს სამი ფლიგელისგან შემდგარ, ექვსსართულიან კეთილმოწყობილ კორპუსს, სადაც სწავლებისა და სწავლისათვის შექმნილია სასიამოვნო, კომფორტული და უსაფრთხო გარემო. სკოლის ტერიტორიაზე განთავსებულია დახურული სპორტული დარბაზი, ხელოვნურსაფარიანი ღია სპორტული მოედანი.
  • თითოეული მოსწავლის, მასწავლებლის, თანამშრომლისა და მოსული სტუმრის უსაფრთხოებაზე, სკოლის უსაფრთხოების სამსახური და სკოლის ექიმი მუდმივად ზრუნავენ. სკოლაში 45 შიდა და გარე კამერაა, რომლებზეც უსაფრთხოების ოფიცრები მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ. გიმნაზიის პერიმეტრს იცავს დაცვის სამსახური 24-საათის განმავლობაში.
  • დღეს გიმნაზია „შავნაბადა“ ამაყობს იმით, რომ თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობით, ინფრასტრუქტურითა და სამეცნიერო ლაბორატორიებით, ორიგინალური ბიბლიოთეკითა და სააქტო დარბაზით ქვეყნის მასშტაბით მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებად. სასწავლო გარემოს სიჯანსაღესა და სწავლების ეფექტიანობას ჩვენი მაღალკვალიფიციური გუნდი განაპირობებს. მათს წარმატებაზე მუდმივი ზრუნვა და განვითარება სკოლის სტრატეგიული არჩევანია.

მსგავსი სიახლეები