სიახლეები
სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო
01 მაისი 2018
რეგისტრაცია გაგრძელდება თავისუფალი ადგილების შევსებამდე.
რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
გიმნაზია "შავნაბადას" სკოლამდელი აღზრდის პროგრამა განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის 5-6 წლის ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია მოამზადოს მოსწავლე მომავალი სასწავლო წლისთვის.
- პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე (სექტემბერი — ივნისი)
- სწავლის წლიური საფასური 3500 ლარი (თვეში 350 ლ.)
სასწავლო პროგრამა მოიცავს:
- სპეციალური სავარჯიშოების დახმარებით საწყისი წერითი უნარების ჩამოყალიბებას (წვრილი მოტორული უნარების განვითრება);
- მეტყველების პედაგოგთან ერთად მეტყველების უნარის განვითარებას (მეტყველების კულტურა, ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნება);
- კითხვის უნარის განვითარებას (წაკითხულის გააზრება, საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბება);
- მათემატიკური ცნებების ფორმირებას (მარტივი, ლოგიკური დავალებების გადაწყვეტა/ამოხსნა)
- ინგლისური ენის შესწავლას (კვირაში 3-ჯერ მეცადინეობა);
- სამყაროს შემეცნებას და ბავშვის თვალსაწიერის გაფართოვებას;
- სასწავლო დღის ხანგრძლივობა: 09:00-19:30;
(შენიშვნა: მშობელს საშუალება ექნება ბავშვი პროგრამაზე მოიყვანოს დილით 09:00 საათიდან და გაიყვანოს 19:30 საათამდე სასურველ დროს)
- კვება: 3-ჯერ დღეში;
- ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 20 ბავშვი