სიახლეები
რა ხდის გიმნაზია შავნაბადას განსაკუთრებულს?
ერთ-ერთ სასკოლო პროექტზე მუშაობისას დაგვჭირდა თანამშრომლების გამოკითხვა, თუ რა ხდის გიმნაზია „შავნაბადას“ განსაკუთრებულს.
ისეთი პასუხები მივიღეთ მათგან, რომ გვინდოდა თქვენთვისაც გაგვეზიარებინა ისინი, რა თქმა უნდა, მათი ნებართვით.
რა ხდის გიმნაზია „შავნაბადას“ განსაკუთრებულს?
- ნიკა ცხომელიძე:
1. დირექტორის პროფესიონალიზმი და რაც მთავარია მისი სიყვარული ამ საქმისადმი;
2. ძლიერი გუნდის შექმნა - კადრების სწორი შერჩევა;
3. სკოლის მატერიალურ-ტექნიკური გამართულობა და მოწესრიგებულობა;
4. სწავლების ხარისხი;
5. სწავლების გარდა სულიერი და ზნეობრივი ფასეულობების ჩამოყალიბება მოსწავლეებში;
6. ადმინისტრაციის მხრიდან თანამშრომლებზე ჰუმანური და მეგობრული დამოკიდებულება, ყველანაირი პირობების შექმნა პიროვნული განვითარებისთვის, რაც შემდეგ მუშაობის ხარისხზე აისახება;
7. მეგობრული გარემო;
- ნათია ხერკელაძე:
გიმნაზია "შავნაბადას" სწორი ხედვა, მთელ რიგ საკითხებთან მიმართებაში, განაპირობებს მის განსაკუთრებულობას. უპირველეს ყოვლისა, ადმინისტრაციის მუდმივი ზრუნვა, თანადგომა, მიუკერძოებელი, ობიექტური დამოკიდებულება თანამშრომელთა მიმართ, სწავლა რომ ლოცვით იწყება, მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდა, სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხი, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მუდმივი კონტროლი, მაღალკვალიფიციური მასწავლებლები და კოლეგათა შორის ურთიერთდამოკიდებულებები, მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე მუდმივად ზრუნვა და ხელშეწყობა, სასკოლო გარემო, როგორც პედაგოგებისთვის, ასევე მოსწავლეებისაათვის, უსაფრთხო სკოლა, ფსიქოლოგის, ასევე სპეცპედაგოგებისა და ტუტორების მუდმივი ჩართულობა და სწორი რეაგირება სასწავლო პროცესში.
- დალი კერესელიძე:
რა ხდის ჩვენს გიმნაზიას განსაკუთრებულს? ის, რომ ჩვენი გიმნაზია დიდი ოჯახია, სადაც ერთმანეთის სიყვარული, ჭირსა და ლხინში გვერდში დგომა იციან. ეს ის ადგილია, სადაც გულს უხარია.
- ხათუნა ფოფხაძე:
გიმნაზია "შავნაბადას" განსაკუთრებულს ხდის აქ მომუშავე ადამიანების გუნდი!
- სოფო ჯგერენაია:
პროფესიონალიზმი, ხარისხი, მიზანსწრაფულობა, კეთილგანწყობილი გარემო და სწორი მენეჯმენტი.
- ქეთი ქათამაძე:
შავნაბადა გამორჩეულია გუნდით, რომლის წევრობაც მახარებს. ადამიანები ზრუნავენ ერთმანეთზე, ზუსტად იცი, რომ მარტო არ ხარ და ნებისმიერ გამოწვევას წარმატებით გაართმევ თავს. ხარ დიდი თავგადასავლის ნაწილი, ვინც სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებას შენი ფერით აფერადებ და გრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას არ მოდუნდე, რადგან მომავალი თაობა შენგან სიახლეს ელოდება.
- მაკო ჩიტია:
განსაკუთრებულია იმიტომ, რომ მე როგორც თანამშრომელს მიხარია სამსახურში მოსვლა და ის, რომ ამ მაგარი გუნდის წევრი ვარ.
- შორენა გოგია:
გიმნაზია "შავნაბადას" განსაკუთრებულს ხდის ურთიერთობები, ურთიერთობები მოსწავლეებთან, ურთიერთობები მშობლებთან, ურთიერთობები კოლექტივთან, „შავნაბადა“ დიდი ოჯახია!!!
- გვანცა ძაგანია:
განსაკუთრებული თანამშრომლების განსაკუთრებული პასუხისმგებლობა.
- მადონა ფოჩხუა:
გიმნაზია „შავნაბადას“ პროფესიონალიზმთან ერთად განსაკუთრებულს ხდის მოსიყვარულე ადამიანების ურთიერთობა, საქმისადმი ერთგულება, დირექციის მიერ დაგეგმილი ექსკურსიები და საღამოები... და კიდევ, იცით, რა...ერთად მოგზაურობა ევროპაში...