სიახლეები

„პი(π)”-ს საერთაშორისო დღე

14 მარტი 2024

14 მარტს მსოფლიოში ერთ-ერთი უჩვეულო დღე - „პი(π)”-ს საერთაშორისო დღე აღინიშნება. π რიცხვი გიმნაზიელებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გვინდა მათემატიკის კათედრის მიერ ორგანიზებულ პი რიცხვის კვირეულზე მოგიყვეთ.

  • ჩვენმა Ⅴ კლასელებმა მინი-სპექტაკლით გეომეტრიული ფიგურები გააცოცხლეს და კვირეულიც გახსნილად გამოაცხადეს;
  • ლოგიკურ-მათემატიკური ვიქტორინები ძალიან გვიყვარს და არც ამ კვირეულს ჩაუვლია ამ თამაშის გარეშე.Ⅶ და Ⅷ კლასელებმა საინტერესო ვიქტორინები kahoot.it პლატფორმაზეც ჩაატარეს;
  • Ⅶ კლასის მოსწავლეებისათვის მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა „პი" რიცხვის საერთაშორისო დღის   მნიშვნელობასთან  დაკავშირებით. მოსწავლეებმა დაამზადეს საინფორმაციო პლაკატები და სტენდები;
  • ჩვენმა მათემატიკოსებმა Ⅺ და Ⅴ კლასელები გუნდებად აქციეს და მათი „ბავშვური ლოგიკა" გამოცადეს. უფროს და უმცროს კლასელებს ერთობლივად მოუწიათ ლოგიკურ-მათემატიკური და  შემოქმედებითი ხასიათის დავალებებზე მუშაობა;
  • საინტერესოა როგორი იქნებოდა ცხოვრება მათემატიკის გარეშე, ამის შესახებ Ⅷ კლასის მოსწავლეებმა  საინტერესო პრეზენტაციები მოგვიმზადეს; 
  • მხიარული სტარტების გარეშე ვერ ჩაივლიდა ჩვენი კვირეული. მოსწავლეებმა კომბინირებული სპორტულ-მათემატიკური დავალებები ერთად შეასრულეს და ბევრიც იმხიარულეს;
  • „ბაზრის სიმულაციური თამაში-მარკეტი"- ჩვენი ახალი და საყვარელი აქტივობა გახდა. ამოცანების ამოხსნით მოსწავლეები მოიპოვებდნენ თანხას და ვაჭრობით აგროვებდნენ ქულებს;
  • უამრავი აქტივობა განახორციელეს ჩვენმა მათემატიკოსებმა და მათმა მოსწავლეებმა. დიდი დაბადების დღეც გადაუხადეს პი რიცხვს, შემოქმედებითი წარმოდგენაც მიუძღვნეს და ტორტიც ჩააქრეს.

მსგავსი სიახლეები