სიახლეები

მასწავლებელთა კონფერენცია -

06 თებერვალი 2026

 

1. კონფერენციის შესახებ

კონფერენცია „ზოგადი განათლება, ტექნოლოგია და ინოვაცია“ მიზნად ისახავს ზოგადი განათლების სფეროში სწავლა-სწავლების თანამედროვე ტენდენციების, საგანმანათლებლო ტექნოლოგიებისა და ინოვაციური პრაქტიკების აკადემიურ გააზრებასა და გაზიარებას.

ფორუმი განკუთვნილია ზოგადი განათლების მასწავლებლებისთვის და წარმოადგენს პლატფორმას, სადაც ერთმანეთს ხვდება კვლევაზე დაფუძნებული ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, განსაკუთრებით STEM განათლებისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენების კონტექსტში.

2. მოწვევა მონაწილეებისთვის

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იწვევს ზოგადი განათლების მასწავლებლებს, საგანმანათლებლო სფეროს მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს, რათა წარმოადგინონ აკადემიური მოხსენებები, კვლევის შედეგები ან პრაქტიკული გამოცდილების ამსახველი მასალები.

 

3. საკვანძო თემები და მიმართულებები

მოხსენებები შესაძლებელია წარდგენილი იყოს შემდეგი მიმართულებებით (თემების ჩამონათვალი არ არის შეზღუდული):

  • ზოგადი განათლება და ინოვაციური პედაგოგიკა:
    - სწავლა-სწავლების ინოვაციური მოდელები.
    - მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლება.
    - კვლევაზე დაფუძნებული პედაგოგიური პრაქტიკა.
     
  • STEM განათლება სკოლაში:
    - STEM მიდგომის ინტეგრირება სასწავლო პროცესში.
    - ინტერდისციპლინური სწავლება.
    - STEM პროექტები და პრაქტიკული ამოცანები.
    - ექსპერიმენტსა და პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება.
     
  • საგანმანათლებლო ტექნოლოგიები:
    ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება სასწავლო პროცესში.
    შერეული და დისტანციური სწავლების პრაქტიკული მაგალითები.
    ციფრული შეფასება და უკუკავშირი.
     
  • ხელოვნური ინტელექტი (AI) განათლებაში:
    AI-ის როლი სწავლა-სწავლების პროცესში.
    ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენება.
    პერსონალიზებული სწავლება AI-ის დახმარებით.
    ეთიკური და აკადემიური საკითხები AI-ის გამოყენებისას.
     
  • პრაქტიკაზე დაფუძნებული გამოცდილება:
    წარმატებული სასკოლო პრაქტიკების პრეზენტაცია.
    მასწავლებლის პედაგოგიური კვლევა (Action Research).
    ინოვაციური პროექტების დანერგვის რეალური მაგალითები.
     


4. მოხსენების ფორმატები

მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, წარმოადგინონ:

  1. აკადემიური მოხსენება.
  2. კვლევაზე დაფუძნებული ნაშრომი.
  3. პრაქტიკული გამოცდილების პრეზენტაცია.

5. აბსტრაქტის წარდგენის მოთხოვნები

მონაწილეებმა უნდა გამოაგზავნონ აბსტრაქტი შემდეგი პარამეტრების დაცვით:

  • მოცულობა: 200–300 სიტყვა.
  • ენა: ქართული.
  • სტრუქტურა: თემის აქტუალობა, მიზანი, გამოყენებული მეთოდოლოგია/პრაქტიკა და ძირითადი შედეგები ან დასკვნები.

6. მნიშვნელოვანი თარიღები

  • აბსტრაქტის გაგზავნის ბოლო ვადა: 31.03.2026
  • შერჩევის შედეგების გამოცხადება: 20.04.2026
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: 16.05.2026

7. დამატებითი ინფორმაცია

შერჩეული მოხსენებები აისახება კონფერენციის ოფიციალურ პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი. 

საკონტაქტო ელფოსტა: info@shavnabada.edu.ge

მონაწილეობის მისაღებად მიჰყევით ბმულს:

 

მსგავსი სიახლეები