სიახლეები
აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე
2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა!
აუტიზმის სპექტრი პირველად 1943 წელს აღწერა ამერიკელმა ფსიქიატრმა კანერმა და ამ მდგომარეობას აუტიზმი უწოდა.
აუტიზმი თავის ტვინის ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალურ და არავერბალური კომუნიკაციის უნარზე, სოც. ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ზოგადი განვითარების პროცესებზე.
ძირითადი დამახასიათებელი ნიშნებია:
მეტყველების დარღვევა და მისი განვითარების შეფერხება (მეტყველების პრაგმატულო მხარე დარღვეულია კერძოდ: უჭირთ ჯერის დაცვა, ხტებიან ერთი თემიდან მეორეზე, იყენებენ კონტექსტიდან ამოვარდნილ ფრაზებს და სხვა.);
კომუნიკაციის უნარის დარღვევა;
სოციალური ინტერაქცია;
შეზღუდული ინტერესები.
აუტიზმის მქონე ბავშვებს გარდა სოციალური, კომუნიკაციური( ვერბალური და არავერბალური) დარღვევებისა აღენიშნებათ ქცევითი სფეროს სირთულეები. ის რასაც ტიპური შემთხვევებისას ჩვეულებრივად ვაკეთებთ ამ დროს პრობლემური ხდება.
მათთვის დამახასიათებელია სტერეოტიპული ქცევები ან რუტინა.( რუტინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვისთვის შფოთვის მართვაში და მისმა დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი დისტრესი) ამიტომ არის მნიშვნელოვანი დავადგინოთ თუ რას ემსახურება ესა თუ ის ქცევა.
ბავშვები იბადებიან აუტიზმით თუმცა მისი ნიშნებზე ყურადღების გამახვილება ხდება შედარებით გვიან დაახლოებით 2-3 წლიდან. მაშინ, როცა თვალსაჩინო ხდება ბავშვის მეტყველების განვითარებისა და სოციალური ურთიერთობების პრობლემები. ამ მდგომარეობით რჩება ადამიანი მთელი სიცოცხლის მანძილზე.
გამოვლინების ხარისხის მიხედვით მრავალფეროვანია. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა, ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას ან დასწავლის უნარის დაქვეითებას.
ამ მდგომარეობაზე უამრავი მითი არსებობს, რომლის რეალურ ვარიანტებსაც ახლა შემოგთავაზებთ:
- მითი: გაურბიან სოციალურ კონტაქტს.
რეალობა: ხშირად სურთ ვინმესთან დამეგობრება, თუმცა, ეს მათთვის ადვილი არ არის. - მითი: არ აქვთ დამოუკიდებელი და წარმატებული ცხოვრება.
რეალობა: შესაბამისი განათლების მიცემით უმეტესობას შეუძლია საზოგადოებაში თავის წარატებით დამკვიდრება. - მითი: აუტიზმი ცუდი აღზრდის შედეგია.
რეალობა: კვლევებიდან ჩანს, რომ აუტიზმი ცუდი აღზრდით არ არის გამოწვეული, არამედ იმით, თუ როგორ ვითარდება ბავშვის ტვინი დაბადებამდე. - მითი: ყოველთვის აქვთ განსაკუთრებული ნიჭი და უნარები.
რელობა: აუტიზმის მქონე ბევრ ადამიანს აქვს ნორმალური და მაღალი ინტელექტის კოეფიციენტი. დადგენილია, რომ აუტისმის სპექტრის მქონე ადამიანების 10%-ს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული შესაძლებლობები, ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მუსიკა, ხელოვნება, მათემატიკა, მეხსიერება. - მითი: აუტიზმი იკურნება.
რეალობა: ამჟამად, არ არსებობს დადასტურებული შემთხვევა. სპექტრის მქონე ინდივიდები ძალიან კარგად რეაგირებენ სტრუქტურულ ადრეულ ჩარევაზე, განათლებასა და პროფესიულ განლაგებაზე, რომლებიც ფოკუსირებულია აუტიზმის მქონე მოსწავლეების უნიკალურ სწავლებაზე. - მითი: არ აქვთ თვალით კონტაქტი.
რეალობა: როდესაც სპექტრის მქონე ადამიანს აქვს კონტაქტი, არის მოდუნებული და თავდაჯერებული, თვალით კონტაქტი შეიძლება სპონტანურად მოხდეს. - მითი: არ ახასიათებთ ემოციების გამოხატვა.
რეალობა: აუტიზმი ადამიანს არ ართმევს ემოციების გამოხატვის უნარს. ის უბრალოდ სხვადასხვა გზით გამოხატავს მას.