სიახლეები
მშობლიური ენის დღე
21 თებერვალი მშობლიური ენის დღეა.
ამ დღეს გიმნაზიაში სხვადასხვა აქტივობით აღვნიშნავთ ხოლმე. წელს, ეს დღე ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მიერ ორგანიზებულ შემოქმედებითი წერის კონკურსს დავუთმეთ და გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ.
კონკურსში მონაწილეობას გიმნაზიის დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის 50 მოსწავლე იღებდა.
18 თემიდან ამოარჩიეს მათთვის სასურველი და სხვადასხვა სახის მხატვრული ნამუშევრები შექმნეს.
ნამუშევრები წინასწარ შედგენილი კრიტერიუმების მიხედვით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა შეასწორეს, მიანიჭეს შესაბამისი ქულები და გამოავლინეს გამარჯვებულები:
დაწყებითი კლასების საფეხური - თეკლე ზურაბაშვილი და ნინო ჩქოფოია;
საბაზო კლასების საფეხური - მარიამ მამუჩიშვილი და ბარბარე მაკარიძე;
საშუალო კლასების საფეხური - სალომე ბაკურაძე და ნინი აბესაძე;
ვულოცავთ გამარჯვებულებს და გილოცავთ მშობლიური ენის საერთაშორისო დღეს!