სიახლეები

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

01 ივნისი 2024

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გიმნაზიაში გრანდიოზულად აღვნიშნეთ.

ჩვენი ესთეტიკისა და სპორტის კათედრის მიერ ორგანიზებულ ბავშვთა უფლებების დაცვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები გიმნაზიის დაწყებითი საფეხური და შავნაბადას ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია.

მთელი კვირის განმავლობაში დაწყებითი კლასების საფეხურზე ზღაპრის კვირეული ჰქონდათ, ბევრი ითამაშეს, უყურეს საყვარელი ზღაპრების ეკრანიზაციებს და საყვარელი გმირების კოსტიუმებით გიმნაზიაში გვესტუმრნენ.

  • სასკოლო კლუბების გამოფენა, ჭადრაკი, ქართული საბრძოლო ხელოვნება, თექის მასტერკლასი და ვორქშოპები;
  • ქართული ცეკვის, ვოკალისა და  ხალხური საკრავების კლუბების სასცენო ნომრები;
  • ჯამბაზის, ილუზიონისტის, საპნის ბუშტებისა და ყველაზე მოქნილი ძაღლების შოუ;
  • Ⅴ კლასელებს შორის ჩატარებული ფეხბურთის შიდა ტურნირი, რომელშიც გამარჯვება Ⅴ.1 კლასის მოსწავლეებმა მოიპოვეს;
  • კალათბურთის შიდა ტურნირის ფინალი 3/3 -ზე ნაკრებ გუნდებს შორის;
  • და ასევე, გიმნაზია შავნაბადასთან კოლაბორაციის ფარგლებში Mechatronics • მექატრონიქსი-ს ტექნოლოგიური ფესტივალი: Lego Workshop; Drone Showcase; Coding; Electronics; 3D Printing; Game Zone.

სასწაული ამბები ტრიალებდა ჩვენთან, და რაც მთავარია, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს რომ, ყველა ბავშვი იმსახურებს იზრდებოდეს ჯანსაღ, უსაფრთხო, მზრუნველ გარემოში და იღებდეს სრულფასოვან განათლებას.

ერთად ვიზრუნოთ მათ უსაფრთხო, ბედნიერ და ფერად ბავშვობაზე!
 

მსგავსი სიახლეები