სიახლეები

გიორგი ბედიაშვილი Ohio Wesleyan University-ში, 132 000$-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

01 აგვისტო 2021

გიმნაზია „შავნაბადას“ წლევანდელი კურსდამთავრებული, გიორგი ბედიაშვილი Ohio Wesleyan University-ში, 132 000$-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა.

  • როგორ მოხვდი Ohio Wesleyan University-ში? რა ეტაპები გაიარე?

Ohio Wesleyan University-სა და სხვა ამერიკულ უნივერსიტეტებში მოსახვედრად რამდენიმე ეტაპის გავლა იყო საჭირო. მისაღები გამოცდების, TOEFL-ის ტესტირების, გრძელი სააპლიკაციო ფორმისა და ინტერვიუს წარმატებით გავლის შემდეგ, დაფინანსებით მოვხვდი აშშ-ს შვიდ უნივერსიტეტში: Ohio Wesleyan University, Depaul University, Depauw University, Miami University, College of Charleston, University of Delaware, University of Cincinnati. საბოლოოდ, გადავწყვიტე, სწავლა  Ohio Wesleyan University-ში გამეგრძელებინა, რომელმაც მაღალი აკადემიური მოსწრების, მრავალფეროვანი კლასგარეშე აქტივობებისა და სხვა მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით 132000$-იანი დაფინანსება მომცა. 

 

  • როგოორი შეგრძნება იყო, როცა ჩარიცხვის პასუხი მიიღე?

პირველი ჩარიცხვის შედეგები სწორედ Ohio Wesleyan University-დან მოვიდა. ჩვენი დროით, ღამის ორ საათზე უნდა გამეგო, მიმიღებდნენ თუ არა, რის გამოც მთელი ღამე ველოდებოდი პასუხს და არ ვიძინებდი. რა თქმა უნდა, ძალიან გახარებული და ბედნიერი ვიყავი, როდესაც პირველი პასუხი გავიგე. საბოლოოდ კი სწორედ ის უნივერსიტეტი ავირჩიე, რომელმაც პირველმა მიმიღო და შემატყობინა ჩარიცხვის შესახებ.

 

  • რას ურჩევ სხვა მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის გაგრძელება საზღვარგარეთ სურთ?

თავიდან აუცილებლად მოგეჩვენებათ, რომ ძალიან რთული და შეიძლება შეუძლებელი გზაც კია გასავლელი უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად, მაგრამ არასოდეს გადაიფიქროთ და არასოდეს დანებდეთ. პირველი რა რჩევაც შემიძლია მოგქცეთ არის, რომ მზადება დაიწყოთ მინიმუმ ორი წლით ადრე. მოემზადეთ TOEFL და SAT გამოცდებისთვის, ასევე შეეცადეთ დააგროვოთ ბევრი და მრავალფეროვანი აქტივობები და იქონიეთ კარგი აკადემიური მოსწრება (ნიშნები). ეს ყველაფერი კი საბოლოო ჯამში აუცილებლად დაგეხმარებათ აისრულოთ თქვენი ოცნებები და ისწავლოთ საზღვარგარეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში.
 

მსგავსი სიახლეები