სიახლეები

შეხვედრა ანა ლაშხელ-ონიანთან

30 მარტი 2018

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის მასწავლებლების ინიციატივით მოეწყო შეხვედრა მწერალ ანა ლაშხელი-ონიანთან.

VIII-IX-X-XI კლასების მოსწავლეები საინტერესო კითხვებით დახვდნენ მწერალს, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა თავისი შემოქმედებითი მუშაობის შესახებ.

მოსწავლეებმა მწერალთან ერთად განიხილეს მისი ნაწარმოებები, წაიკითხეს თავიანთი ჩანახატები, გადაიღეს სამახსოვრო სურათები.

ასეთი აქტივობა ხელს უწყობს მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარისა და კითხვის სიყვარულის განვითარებას.

მსგავსი სიახლეები