სიახლეები

მარიამ ბოკუჩავა Jacobs University Bremen-ში, 60 000€-იანი დაფინანსებით ჩაირიცხა

11 მაისი 2022

გიმნაზია „შავნაბადას“ წლევანდელი კურსდამთავრებული, მარიამ ბოკუჩავა გერმანიაში, Jacobs University Bremen-ში, სრული, 60 000€-იანი დაფინანსებით, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

  • როგორც ვიცით, სხვა უნივერსიტეტებიდანაც იყო შემოთავაზება, რომელი უნივერსიტეტები იყო და რატომ მაინცდამაინც Jacobs University?

სხვა უნივერსიტეტები, რომლებიდანაც შემოთავაზება მქონდა იყო - Brussels School of Governance (ბელგია), IE University (ესპანეთი), Esade University (ესპანეთი). ავირჩიე ჯეიკობსი, რადგან განსაკუთრებით მომწონს მისი სწავლების ხარისხი და თან გერმანიაში სწავლა ყოველთვის ჩემი ოცნება იყო.

 

  • რა ეტაპები გაიარე ჩარიცხვამდე?

თავიდან მოვიძიე უნივერსიტეტები, რომლებშიც აპლიკაციების გაგზავნა მინდოდა და გავეცანი მათ მოთხოვნებს. შემდეგ დავიწყე საბუთების მოგროვება, რის გამოც დამჭირდა SAT-ისა და  IELTS-ის გამოცდების ჩაბარება. ამასთანავე, დავწერე რამდენიმე სამოტივაციო ესე. ამის შემდეგ გავგზავნე აპლიკაციები, ზოგიერთმა უნივერსიტეტმა მომთხოვა ინტერვიუს გავლაც.

  • რა გრძნობაა, როცა ასეთი პროექტის გამარჯვებული ხდები?

პირველ რიგში, უფრო დამშვიდებულად ვგრძნობ თავს, რადგან აღარ ვარ მუდმივად მოლოდინის რეჟიმში. ამასთავანე, რა თქმა უნდა ვგძნობ სიამაყეს იმისა, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო და შევძლებ ხარისხიანი განათლება მივიღო უმაგრეს უნივერსიტეტში.

  • რას ურჩევ იმ მოსწავლეებს, რომლებიც სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელებით არიან დაინტერესებულები?

ვურჩევ, დროულად დაიწყონ ეს პროცესი, მოიძიონ უნივერსიტეტები და განივითარონ ის უნარები, რომლებსაც უნივერსიტეტი სთხოვს. უშუალოდ აპლიკაციებისთვის მომზადება საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და უმჯობესია რაც შეიძლება მალე დაიწყონ ამაზე ზრუნვა, არა მხოლოდ ბოლო წელს.

მსგავსი სიახლეები