სიახლეები

როგორ გავატაროთ საზაფხულო არდადეგები ეფექტურად

12 აგვისტო 2019

საზაფხულო არდადეგები უკვე აქტიურ ფაზაშია და ეს დრო რაც შეიძლება, ეფექტურად უნდა გამოიყენოთ, რომ გასული სასწავლო წლის მიერ წართმეული ენერგია აღიდგინოთ და სკოლას განახლებული ძალებით დაუბრუნდეთ.

მაღალკლასელებო, ჯერ კიდევ ბევრი დრო გაქვთ სწავლის დაწყებამდე, საზაფხულო არდადეგების ეფექტურად გასატარებლად კი სასურველია, დასვენება და შემეცნებითი აქტივობები გონივრულად შეუთავსოთ ერთმანეთს.
 

  • შეეცადე, იშოვო საზაფხულო სამუშაო.

დასვენება და გართობა აუცილებელია, თუმცა ზაფხული ის დროა, როცა შეგიძლია, ცოტა მომავალ კარიერაზეც იზრუნო, თუნდაც იმიტომ, რომ შენს CV-ში პირველი სამუშაო გამოცდილება აღინიშნოს. განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა ტიპის შრომას გასწევ, ეს იქნება ბაღის მოვლა თუ უმცროსკლასელების მეცადინეობა. აქ მთავარი შენი CV და ადამიანებთან საქმიანი ურთიერთობის გამოცდილების შეძენაა. მცირე ანაზღაურებაც, რომელსაც მიიღებ, სულაც არ არის ცუდი.

  • დაიწყე რომელიმე უცხო ენის შესწავლა

თუ ენების მიმართ გულგრილი არ ხარ და გსურს, კიდევ ერთ უცხო ენას შეეჭიდო, ზაფხული ამისთვის საუკეთესო დროა. უცხო ენის შესასწავლად ხშირად ეფექტურია ჯგუფური მეცადინეობები. თუკი კერძო გაკვეთილებს ანიჭებ უპირატესობას, პედაგოგის გარდა, სწორად გამოთქმაში აუდიო წიგნებიც დაგეხმარება.

  • აღმოაჩინე ახალი ადგილები

არდადეგები ბევრ თავისუფალ დროსთან ასოცირდება, ამიტომ ადექით და ისეთი ადგილები მოინახულეთ, რომლებიც აქამდე არ გინახავთ დროის უქონლობის გამო, თუნდაც თქვენს ქალაქში.

  • დაესწარი საინტერესო და გასართობ ვორქშოფებს

ვორქშოფები ზაფხულის საინტერესოდ გატარების გარანტია. თქვენ შეგიძლიათ ახალი რამ ისწავლოთ და ამასთანავე შეხვდეთ ადამიანებს, რომელებთანაც საერთო ინტერესები გაქვთ. 

 

გისურვებთ ნაყოფიერ არდადეგებს❗
 

მსგავსი სიახლეები