სიახლეები

სკოლამდელი აღზრდის ცენტრში რეგისტრაცია დაიწყო!

26 აპრილი 2019

რეგისტრაცია გაგრძელდება თავისუფალი ადგილების შევსებამდე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

გიმნაზია "შავნაბადას" სკოლამდელი აღზრდის პროგრამა განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის 5-6 წლის ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია მოამზადოს მოსწავლე მომავალი სასწავლო წლისთვის.

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე (სექტემბერი — ივნისი)
  • სწავლის წლიური საფასური 4000 ლარი (თვეში 400 ლ.)

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • სპეციალური სავარჯიშოების დახმარებით საწყისი წერითი უნარების ჩამოყალიბებას (წვრილი მოტორული უნარების განვითრება);
  • მეტყველების პედაგოგთან ერთად მეტყველების უნარის განვითარებას (მეტყველების კულტურა, ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნება);
  • კითხვის უნარის განვითარებას (წაკითხულის გააზრება, საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბება);
  • მათემატიკური ცნებების ფორმირებას (მარტივი, ლოგიკური დავალებების გადაწყვეტა/ამოხსნა)
  • ინგლისური ენის შესწავლას (კვირაში 3-ჯერ მეცადინეობა);
  • სამყაროს შემეცნებას და ბავშვის თვალსაწიერის გაფართოვებას;

 

  • სასწავლო დღის ხანგრძლივობა: 09:00-19:00;
  • კვება: 3-ჯერ დღეში;
  • ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 18 ბავშვი.

მსგავსი სიახლეები