სიახლეები

უმაღლესი ქულა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

03 აგვისტო 2018

ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის გამოცდის შედეგები დღეს გახდა ცნობილი.

ჩვენმა მოსწავლემ, ნინო ხაზარაძემ ინგლისური ენის გამოცდაზე უმაღლესი შედეგი აჩვენა და 90 ქულიდან 90 აიღო.
სიამაყით შეგვიძლია გაცნობოთ, რომ მიღებული შედეგი სკოლის ბაზაზე მიღებული ცოდნის დამსახურებაა, დამატებითი რეპეტიტორების გარეშე.

"მოლოდინი მქონდა, რომ მაღალ ქულას ავიღებდი და მინდა ამისთვის მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს, ნინო შუბითიძეს და ყველა იმ ინგლისურის მასწავლებელს, ვინც წინა წლებში მასწავლიდა" - ნინო ხაზარაძე

ვულოცავთ ნინოს ამ წარმატებას და ჩვენს დანარჩენ მოსწავლეებსაც, რომელთაც ასევე წარმატებით ჩააბარეს ინგლისური ენის გამოცდა:

აწყვერელი ლუკა - 88
ბერაძე დავითი - 87
გაბრიჭიძე სერგო - 85 (რუსული ენა)
გახოკიძე დაჩი - 86
გუნთაიშვილი გიორგი - 83
კვირიკაშვილი ნიკოლოზი - 70
ლევერაშვილი ნანიკო - 80
მაჭარაშვილი ანა - 87
რევაზიშვილი ვასო - 87
ფაციაშვილი სალომე - 82
ქირია გვანცა - 84
ღამბაშიძე ნიკოლოზი - 84
ჩიტიშვილი ნიკოლოზი - 70
ჯანჯალაშვილი სალომე - 83

მსგავსი სიახლეები