სიახლეები

გიმნაზიის გუნდს კიდევ ერთი წამყვანი მასწავლებელი შეემატება

29 აგვისტო 2018

გიმნაზია "შავნაბადას" მისიაა მოსწავლე მოამზადოს ცხოვრებისთვის, ამ მიზნის მიღწევა კი შესაძლებელია მხოლოდ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესით, რასაც უზრუნველყოფს პროფესიონალი კადრები.

გიმნაზია მდიდარია ასეთი კადრებით და მუდმივად ზრუნავს მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე.

გასულ წელს გიმნაზიის პედაგოგმა ლაურა ჯიმშელეიშვილმა წარმატებით გაიარა გარე დაკვირვება, რაც არის პროფესიული ზრდისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ერთ-ერთი აქტივობა. მას ასევე განხორციელებული აქვს სხვა დამატებითი და სავალდებულო აქტივობები, რისთვისაც გიმნაზიამ ლაურა ჯიმშელეიშვილი წარადგინა წამყვანი მასწავლებლის სტატუსზე.

ლაურა ჯიმშელეიშვილის მიერ განხორციელებულ პრაქტიკის კვლევას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

მალე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ სტატუსის ცვლილება მოხდება და გიმნაზიის გუნდს კიდევ ერთი წამყვანი მასწავლებელი შეემატება.

გიმნაზია "შავნაბადა" ულოცავს ქალბატონ ლაურას მიღწეულ წარმატებას!

მსგავსი სიახლეები