სიახლეები

მათემატიკის ფესტივალი

14 მარტი 2018

14 მარტს ექსპო ჯორჯიაში ოლიმპიადა "ევერესტის" ორგანიზებით ყველაზე მასშტაბური "მათემატიკის ფესტივალი" გაიმართა, რომელშიც, რა თქმა უნდა, გიმნაზია "შავნაბადაც" მონაწილეობდა.

ღონისძიება მთელს მსოფლიოში აღიარებულ მათემატიკურ დღესასწაულს - π-ის დღეს (π=3.14) ემთხვევა.

ფესტივალზე სკოლებმა წარმოადგინეს მათემატიკის თემაზე შექმნილი პროექტები.
გაიმართა სხვადასხვა სახალისო კონკურსი და თამაში.

მსგავსი სიახლეები