სიახლეები

სასკოლო ბანაკების მნიშვნელობა მოსწავლეების ცხოვრებაში

01 ივლისი 2019

ბანაკი არაფორმალური განათლების ერთ-ერთი სფეროა, რომელიც ერთდროულად ითავსებს საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამებს.

სკოლის ბანაკები ბავშვებს სხვადასხვა ასაკის მოზარდებთან მუშაობის შესაძლებლობას აძლევს, რაც ხელს უწყობს ექსპერიმენტულ განათლებას, აყალიბებს ურთიერთობებს და სწავლების განსხვავებულ სტილს. რაც მთავარია, მოზარდები სწავლობენ გუნდურ მუშაობას, სირთულეების დაძლევასა და ადამიანების ნდობას. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ჩამოაყალიბონ ურთიერთობები სწავლების შესაბამისად, მოირგონ უფროსების როლი და მიიღონ გამოცდილება ზედამხედველობის ფარგლებში, უსაფრთხო და პოზიტიურ გარემოში.

დატვირთული საწავლო პროცესის შემდეგ საზაფხულო ბანაკი ბავშვების განტვირთვის, დასვენებისა და გართობისათვის საუკეთესო საშუალებაა. ამ დროს სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ერთმანეთს უფრო ახლოს ეცნობიან, აქვთ ყოველდღიური ინტერაქცია, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებასა და შეხედულებებს. რაც უკვე შემდგომ პოზიტიურად აისახება სასწავლო პროცესზე, სასკოლო გარემოსა და ბავშვების აკადემიურ მოსწრებაზეც კი.

მრავალფეროვანი სავარჯიშოები და ერთად გატარებული დრო ხელს უწყობს სხვადასხვა უნარის განვითარებას:

  • სოციალური უნარ-ჩვევები:
    ბანაკის აქტივობები სოციალური უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განმტკიცებას ემსახურება, იქნება ეს გუნდური თუ ინდივიდუალური.
  • დამოუკიდებლობის უნარი:
    ზოგიერთი ბავშვისთვის ბანაკი შეიძლება იყოს პირველი ადგილი, სახლისა და ოჯახისგან შორს, სადაც მათ არ უნდა დაავიწყდეთ ყოველდღიური საქმიანობა (იქნება ეს კბილების გაწმენდა, ჯანსაღი საკვების მიღება თუ სხვა). ბანაკი შესაძლებლობას აძლევს ბავშვებს იზრუნონ საკუთარ თავზე. ბავშვების უმრავლესობა იღებს ამ გამოწვევას და იწყებენ საკუთარ თავზე, ერთმანეთსა და გარემოზე ზრუნვას.
  • გუნდურობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევების შექმნა და განვითარება:
    ბანაკის ლიდერები ბანაკის ცხოვრების აქტიური მონაწილეები არიან, მათი დახმარებით ბავშვები თავად ირგებენ ლიდერების როლს და იწყებენ გუნდურ მუშაობას, ერთად სწავლობენ და იღებენ გადაწყვეტილებებს.
  • პირადი გამოწვევები:
    ბანაკში, ბავშვები მონაწილეობენ ისეთ ღონისძიებებში, რომლებთანაც ადრე შეხება არ ჰქონიათ. ხშირად, როდესაც მშობლები არ არიან მათ გვერდით, ისინი უფრო მეტ დამოუკიდებლობასა და სულისკვეთებას ავლენენ და მზად არიან, სცადონ ყველაფერი, რაც აქამდე არ უცდიათ.
     

ბანაკი არის დიდი შესაძლებლობა, რომ განვითარდეს ბევრი უნარი, თუმცა ხშირად მშობლები განიცდიან შვილებისგან შორს ყოფნას და უამრავი კითხვა უჩნდებათ: როგორია მისი შვილის ძილის რეჟიმი, მოსწონს თუ არა საკვები, ვისთან იზიარებს საძინებელ ოთახს, რამდენად არის ჩართული აქტივობებში, შეუძლოდ ხომ არ გრძნობს თავს? მიუხედავად იმისა, რომ ეს შეშფოთება მშობლების მხრიდან სავსებით ნორმალურია, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ის გარემოებაც, რომ თქვენს შვილებზე ზრუნავენ გამოცდილი ლიდერები, ექიმი და სკოლის წარმომადგენლები.

გიმნაზია "შავნაბადა" - ჩვენ ვემზადებით ცხოვრებისთვის!

გიმნაზია "შავნაბადას" საზაფხულო ბანაკში რეგისტრაცია

მსგავსი სიახლეები