სიახლეები

გიმნაზიელების მორიგი წარმატება

01 ივლისი 2024

ჩვენი პატარების მორიგი წარმატების შესახებ უნდა მოგიყვეთ.


ყველაზე მასშტაბური მათემატიკის ოლიმპიადა "ევერესტის" დაჯილდოების ცერემონიალს წელსაც არ ჩაუვლია შავნაბადელების გარეშე. 
ჩვენი მასწავლებლის, მარი ლაზარიაშვილის მოსწავლეებმა საპრიზო ადგილები მოიპოვეს და გამარჯვებულების სტატუსთან ერთად საჩუქრებით დაგვიბრუნდნენ.
ევერესტის  სამტურიანი ოლიმპიადის Ⅰ ადგილი -  ნინო სეხნიაშვილმა მოიპოვა და ამასთანავე, ოქროს ტურის გამარჯვებული გახდა.
ევერესტის სამტურიანი ოლიმპიადის Ⅱ ადგილი - იოანე კოკოლაშვილმა მოიპოვა.


მათემატიკის სამტურიანი ოლიმპიადის გამარჯვებულ მასწავლებელთა შორის კი, საპატიო ადგილს ჩვენი დაწყებითი კლასების მასწავლებელი - შორენა გოგია იკავებს.
ვულოცავთ ჩვენს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს და უამრავ წარმატებას ვუსურვებთ.

მსგავსი სიახლეები