სიახლეები

რას ვუყუროთ?

16 აგვისტო 2021

შეიძლება უკვე ბევრი ფილმი ნახეთ, მაგრამ არდადეგებისთვის ჩვენც შეგირჩიეთ ყველა დროის მსოფლიოს საუკეთესო ფილმები და თუ ჯერ კიდევ არ გინახავთ, გირჩევთ სცადოთ.

*შენიშვნა: ქვემოთ მოყვანილი ფილმები განკუთვნილია მაღალკლასელებისთვის.

  • იმიტაციის თამაშები  (THE IMITATION GAME)

ლეგენდარული მათემატიკოსის, ალან ტიურინგის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს „ენიგმას“ გასატეხად მანქანა შექმნა.

  •  პიანისტი  (THE PIANIST)

ვლადისლავ შპილმანის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია, მოგვითხრობს ებრაელ-პოლონელი პიანისტის შესახებ, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ცხოვრობდა და სასწაულებრივად გადარჩა. 

  •  ჰამილტონი  (HAMILTON)

ფილმი მოგვითხრობს ამერიკის ერთერთი დამფუძნებელი მამისა და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდერ ჰამილტონის რეალური ცხოვრების შესახებ. 

  •  ბრწყინვალე გონება  (A BEAUTIFUL MIND)

ჯონ ნეშს რევოლუციური აღმოჩენა ნობელის პრემიას მოუტანს. მთავრობა მას საბჭოთა კოდების გაშიფრვაში დახმარებას სთხოვს, რაც მის სამყაროს თავდაყირა დააყენებს.

  •  დეივიდ ატენბორო: ცხოვრება ჩვენს პლანეტაზე  (DAVID ATTENBOROUGH: A LIFE ON OUR PLANET)

უნიკალური მხატვრული ფილმი ბუნების სიყვარულისა და გამოცდილებების შესახებ.

  •  ყურადღების ცენტრში (SPOTLIGHT)

რეალური ამბავი გაზეთ The Boston Globe-ის მიერ განხორციელებულ ჟურნალისტურ გამოძიებას ასახავს. 

  • ჭკვიანი უილ ჰანთინგი  (Good Will Hunting)

მათემატიკური ნიჭით დაჯილდოვებული ყმაწვილზე უილ ჰანტინგი, საკუთარი თავის ძიებაშია და მუდმივად გაურბის თავის მეგობრებს. ფსიქიატრ შონ მაგუაირთან შეხვედრის შემდეგ, იგი თავისი თავის აღმოჩენას შეძლებს.

  • ქაღალდის დევნა  (The Paper Chase)

იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი დიპლომის დაცვას და პროფესორ კინგსფილდზე შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობს, ამასობაში კი მისი ქალიშვილი უყვარდება.

  • ბედნიერების კვალდაკვალ  (The Pursuit of Happyness) 

გარნერი იძულებული ხდება ბავშთან ერთად ქუჩაში იცხოვროს და სასოწარკვეთილი ეძებს სტაბილურ სამსახურს.

  • პის ცხოვრება  (Life of Pi) 

ინდოელი ბიჭის, სახელად პი ზოოპარკის მეპატრონის ვაჟია, წყნარი ოკეანის გადაცურვისას გემი, რომელზეც ბიჭი მშობლებთან და ზოოპარკის ცხოველებთან ერთად იმყოფება შტორმში მოყვება. პი აღმოჩნდება ერთ ნავში აფთართან, ზებრასთან, გორილასთან და ვეფხვთან ერთად.

  • მკვდარი პოეტების საზოგადოება (Dead Poets Society)  

ფილმში მოთხრობილია ისტორია კოლეჯის მეგობრების შესახებ, რომლებიც მათი ინგლისური ლიტერატურის ლექტორს დაუახლოვდებიან. პროფესორი ქითინგი ბიჭებს საიდუმლო საზოგადოების შესახებ უყვება, რომლის წევრებიც საზოგადოებაში მიღებულ ნორმებს არღვევდნენ. 

  • დამალული ფიგურები (Hidden Figures)  

აფრიკელ-ამერიკელი ქალი მათემატიკოსების ნამდვილი ისტორია, რომლებიც ჯონ გლენს ორბიტაზე გამგზავრებაში დაეხმარნენ.
 

მსგავსი სიახლეები