სიახლეები

გიმნაზიელები #სახლიდან

20 მარტი 2020

ბექა მასწავლებლის დარბაზი და კალათბურთი, დიდი დასვენებები, გიმნაზიის ლობიანი ... მართალია წუწუნი ძალიან უყვართ, დატვირთული რეჟიმი აქვთ და ძალიან დაღლილები არიან, უამრავ პროექტში მონაწილეობენ და აქტიური სასკოლო ცხოვრებით ცხოვრობენ, სახლში ყოფნაც ძალიან მოსწონთ, მაგრამ გიმნაზია და სკოლის ყოველდღიურობა მაინც ძალიან ენატრებათ.

რთული პერიოდის მიუხედავად, ჩვენი მოსწავლეებისგან ძალიან გულწრფელი და სახალისო წერილები მივიღეთ და გვინდოდა თქვენთვისაც გაგვეზიარებინა:
„ელენე მასწავლებელი და 15 წუთიანი შესვენება მომანტრა..“ - ქეთი ყიფიანი

„მომენატრა ბუფეტის ლობიანიიიი ...“

„სახლში ყოფნის პერიოდში უფრო და უფრო მენატრება სკოლა, მიუხედავად დავალებებისა და ტესტებისა. არდადეგები თითქოს უსაშველოდ გაიწელა და აღარ აპირებს დასრულებას. სკოლა, კლასელები, მასწავლებლები და ყველა ძალიან მენატრება... მენატრება ჩვენი დაუვიწყარი ლია დეიდა... “ -  მარიამ ბაჩალიაშვილი

„პირადად მე ძალიან მიხარია რომ ორი კვირა, ყოველდღე, საათნახევარი ქარში, წვიმასა და მზეში ავტობუსიდან ავტობუსში გადასვლა არ მომიწევს. მართლა ვაფასებ, რომ ჩვენმა სკოლამ მოახერხა ამ ყველაფრის ორგანიზება. ვფიქრობ, საინტერესო გამოცდილება იქნება ყველასთვის და სხვა შემთხვევებშიც გამოგვადგება. ყველაზე მეტად, რა თქმა უნდა, ბავშვები მომენატრნენ და დასვენებები მათთან ერთად ...“ - მარიამ ლაშქარაშვილი

„როცა გავიგე, რომ კორონა ვირუსი საქართველოში დაფიქსირდა, შემეშინდა. სკოლა რომ გადაიდო ეგ გამიხარდა, მაგრამ არდადეგები რომ გაგრძელდა აღარ მომეწონა. არდადეგები საშინლად ნელა გადის. მე ჩემი კლასელები მენატრება. მოსაწყენია სახლში უსაქმოდ ჯდომა. მენატრება ყველა: მასწავლებელი, გემრიელი საკვები, ტესტები და წრეები, და რაც ყველაზე მთავარია ჩემი მეგობრები...“ - ქეთო სიდამონიძე

„ძალიან მომენატრა გიმნაზია. მომენატრნენ ჩემი მეგობრები. ჩემი მშობლები საკმაოდ შეშინებულები არიან კორონა ვირუსზე. ონლაინ გაკვეთილები ძალიან მომეწონა, რაღაც ახალი და საინტერესოა, ჩვეულებრივი გაკვეთილისგან განსხვავებული ...“ -  ლიზი სოფრომაძე

„ცოტა მოსაწყენი გახდა ეს არდადეგები. მენატრება ჩემი კლასელები და მეგობრები, ასევე ის დიდებული დარბაზი და კალათბურთის თამაში ...“

„როგორც იცით, Covid -19 ის გავრცელების გამო ჩვენს სკოლაშიც  გადაიდო სწავლა. კარგია, რომ შიდასასკოლოების პერიოდს დაემთხვა. მაგრამ, ცუდი ის არის, რომ სკოლის გარემოში სწავლა მაინც სულ სხვაა, ასევე მრავალი საინტერესო პროექტი უნდა ჩატარებულიყო ამ პერიოდში. რაც შეეხება ონლაინ სწავლებას, ყველაზე კარგი გამოსავალია შექმნილ სიტუაციაში. ყოველთვის მივესალმები ინოვატორული სწავლის მეთოდების დანერგვას სკოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ მეც და ჩემი მეგობრებიც სერიოზულად მივუდგებით სწავლების ონლაინ ტიპს და ყველაფერი გამოვა.#ჩვენვემზადებითმომავლისთვის ....“ - გიორგი ბედიაშვილი

„მე ძალიან მენატრება გიმნაზია, გიმნაზიაში ყოფნა საინტერესო და  მრავალფეროვანია ...“ - ანა ტყეშელიაძე

„არდადეგების მოლოდინში სულ ვარ, სულ მიხარია, მაგრამ ახლა მაინც მენატრება ჩემი სკოლა, შესვენების ზარი, მასწავლებლები და განსაკუთრებით ჩემი კლასელები. მათ ცოტა ხნით ვერ ვნახავ, მაგრამ მოუთმენლად დაველოდები სასწავლო წლის სკოლაში გაგრძელებას... “ - მარიამ ბაიდარაშვილი

„მე ძალიან მომენატრა გიმნაზია და ჩემი მეგობრები ...“ - გუგა წიკლაური

„არც ისე ძალიან მომწონს ეს არდადეგები, რადგან დედას სოფელში არ მივყავარ. სახლში კი მოწყენილი ვარ, საქმის გარეშე. მომენატრა ჩემი კლასი და სკოლა .სკოლაში საქმეს ვაკეთებდი, კალათბურთის კლუბი მქონდა. სახლში კი მოწყენილი ვზივარ და არაფერს ვაკეთებ... “ - მარიამ გიგაური

„გაკვეთილები,ზარის ხმა და სკოლის ჟურნალიც მენატრება . მე მთლიანი გიმნაზია ,,შავნაბადა" მენატრება...“  - მარიამ მამუჩიშვილი

„რა თქმა უნდა, სკოლა, მეგობრები და პირველკლასელების უზომოდ ხმაურიანი დაჭერობანას თამაში ძალიან მენატრება, მაგრამ არც ონლაინ სკოლაა ცუდი. პირველ რიგში, უსაფრთხოებას ემსახურება ეს და ძალიან მიხარია, რომ ჩემი სკოლა ერთერთი იმ სკოლათაგანია , რომელიც მოსწავლეების ჯანმრთელობასა და განათლებაზე თანაბრად ზრუნავს. ონლაინ გაკვეთილებში ის მომწონს, რომ ლოდივით მძიმე ჩანთის ტარება არ მიწევს მხრებით, ტელეფონსაც ვერავინ ჩამომართმევს და კლასიდანაც ვერავინ გამაგდებს , რადგან კლასში მერხთან კი არა საკუთარ რბილ საწოლში ვარ. ხელის აწევა უსარგებლო გახდა, თუ “შემთხვევით” კამერა გაითიშა წახემსებაც შეგიძლია და არც ფორმის ჩაცმაა აუცილებელი ...“

„სიმართლე რომ ვთქვათ, ისევ უსაქმოდ ჯდომას  შავნაბადაში სიარული ჯობს და  მგონი შავნაბადაც მომენატრა. მომენატრნენ ქართულის და ინგლისურის მასწავლებლები და მთავარი - მომენატრა ბიჭი, რომელიც მომწონს ...“

„სამწუხაროა რომ ვირუსის გამო ვეღარ დავდივართ სკოლაში, ძალიან მომენატრნენ კლასელები და სკოლის ლობიანი...“

„ორი რამ არის სკოლაში რაც მომენატრა, პირველი კალათბურთი და ბექა მასწავლებელი, და მეორე - მეგობრები...“

მსგავსი სიახლეები