სიახლეები

უმაღლესი ქულა ინგლისურ ენაში

03 აგვისტო 2019

ერთიანი ეროვნული გამოცდების ინგლისური ენის გამოცდის შედეგები უკვე ცნობილია.

ჩვენმა მოსწავლეებმა, ელენე ფირანიშვილმა და დეა კაპანაძემ ინგლისური ენის გამოცდაზე უმაღლესი შედეგი აჩვენეს და 80 ქულიდან 80 აიღეს.

"შედეგების მოლოდინში ვიცოდი, რომ კარგად მეწერა, მაგრამ 80 ქულას მაინც არ ველოდი. მთელი წელი ვიშრომეთ და ამ შრომამ ნამდვილად გამოიღო შედეგი. მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემს მასწავლებელს, თაკო გოგალაძეს და თითოეულ მასწავლებელს, ვინც გვასწავლიდა და გვგულშემატკივრობდა. ჩვენი წარმატება მათი და სკოლის დამსახურებაა" - დეა კაპანაძე

"ვიცოდი,რომ კარგად დავწერე, მაგრამ მაინც მეგონა, რომ სადმე შეცდომა გამეპარებოდა და ქულა დამაკლდებოდა. ძალიან გამიხარდა 80 ქულა და უფრო მეტად ის გამიხარდა, რომ ჩემს თაკო "თიჩას" იმედები გავუმართლე" - ელენე ფირანიშვილი

ვულოცავთ ელენეს და დეას ამ წარმატებას და ჩვენს დანარჩენ მოსწავლეებსაც, რომელთაც ასევე წარმატებით ჩააბარეს ინგლისური ენის გამოცდა. წელსაც, როგორც ყოველთვის, საუკეთესო შედეგები აჩვენეს ჩვენმა მოსწავლეებმა:

აბრამიშვილი საბა - 77
ანდრიაძე ანა - 78
გულიაშვილი ანი - 75
გულიაშვილი ლუკა - 79
გულიაშვილი ნიკოლოზი - 75
კენკებაშვილი ლიკა - 78
კვიჟინაძე მიხეილი - 76
ოთარაშვილი ნიკა - 76
ქარუხნიშვილი მარიამი - 77
წიკლაური თათია - 79
ბენდელიანი ბექა - 75
დარსალია გიორგი - 76
კამლაძე ნიკოლოზი - 75
სარალიძე ნიკოლოზი - 77
ტაბატაძე ნიკა - 79
ჩიხელიძე ლუკა - 75
ხვედელიანი ნინი - 77
ხვედელიანი მარიამი - 79

მსგავსი სიახლეები