სიახლეები

უპრეცედენტო შემოთავაზება ბიზნესის კლუბის მოსწავლეებისგან!

24 იანვარი 2019

25 იანვარს, 15:00 საათზე, გიმნაზია "შავნაბადაში" ბიზნესის კლუბის წევრების კომპანიებისა და ბიზნეს იდეების პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც უკვე იცით, გიმნაზიაშია უკვე მე-2 წელია ბიზნესის კლუბი ფუნქციონირებს, სადაც სწავლება საერთაშორისო პროგრამით - "მეწარმეობის საფუძვლები" - მიმდინარეობს.

რა არის მეწარმეობის საფუძვლები?
ეს არის საერთაშორისო სასწავლო პროგრამა, რომლის ფარგლებში მოსწავლეები ივითარებენ ბიზნეს უნარებს,  სწავლობენ ბიზნეს იდეების გენერირებასა და სამიზნე ბაზრის კვლევას, ხარჯების დაანგარიშებასა და ფინანსური გეგმის შედგენას.

ბიზნეს კლუბის მონაწილეებმა ჩამოაყალიბეს სააქციო საზოგადოება და საჭირო კაპიტალის მოგროვებას აქციების გაყიდვის საშუალებით გეგმავენ, შესაბამისად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს სასურველი კომპანიის აქციები, გახდეს მისი მოწილე და მიიღოს წილი ამ კომპანიის მოგებიდან.

აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართვით ჩვენ ვეხმარებით ბავშვებს თავისი საქმიანობის განხორციელებაშიც და ვხდებით რეალური სასწავლო სააქციო საზოგადოების მოწილე!
_____________________________
რას გვთავაზობენ მოსწავლეები?

ჩვენმა მოსწავლეებმა დააარსეს 8 კომპანია და გვთავაზობენ შემდეგი სახის ბიზნეს იდეებს:

  • JSC ”Redivel” - ტურების დაგეგმვა და განხორციელება
  • JSC ”Bradnville” - ბენდენების და საძილე სახვევების წარმოება, დაბრენდვა 
  • JSC ”Board Secret” - შემეცნებითი და გასართობი სამაგიდე თამაშის წარმოება 
  • JSC ”EULA” - შემეცნებითი და გასართობი სამაგიდე თამაშის წარმოება
  • JSC ”RETRO FUTURE” - კინოთეატრი რეტრო ელემენტებით და პოპულარული, საყვარელი ფილმებით
  • JSC ”SEVEN” - ყელსაბამების, ბეჭდების და სილამაზის სხვა ნაწარმის წარმოება
  • JSC ”ART PRO 11” - სამხატვრო საგამოფენო გალერეა. გამოფენა - გაყიდვების მოწყობა
  • JSC ”Purple Lime” - მაისურების და ზედა ტანისამოსის დაბრენდვა ხელით

_____________________________
რას გთავაზობენ კომპანიები?
გვთავაზობენ მათთან თანამშრომლობასა და ფულის სარფიანად დაბანდებას!


 

მსგავსი სიახლეები