სიახლეები

სკოლამდელი აღზრდის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო

01 მაისი 2018

რეგისტრაცია გაგრძელდება თავისუფალი ადგილების შევსებამდე.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

 

გიმნაზია "შავნაბადას" სკოლამდელი აღზრდის პროგრამა განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის 5-6 წლის ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია მოამზადოს მოსწავლე მომავალი სასწავლო წლისთვის.

  • პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე (სექტემბერი — ივნისი)
  • სწავლის წლიური საფასური 3500 ლარი (თვეში 350 ლ.)

სასწავლო პროგრამა მოიცავს:

  • სპეციალური სავარჯიშოების დახმარებით საწყისი წერითი უნარების ჩამოყალიბებას (წვრილი მოტორული უნარების განვითრება);
  • მეტყველების პედაგოგთან ერთად მეტყველების უნარის განვითარებას (მეტყველების კულტურა, ლექსიკური მარაგის გამრავალფეროვნება);
  • კითხვის უნარის განვითარებას (წაკითხულის გააზრება, საკუთარი აზრის გასაგებად ჩამოყალიბება);
  • მათემატიკური ცნებების ფორმირებას (მარტივი, ლოგიკური დავალებების გადაწყვეტა/ამოხსნა)
  • ინგლისური ენის შესწავლას (კვირაში 3-ჯერ მეცადინეობა);
  • სამყაროს შემეცნებას და ბავშვის თვალსაწიერის გაფართოვებას;

 

  • სასწავლო დღის ხანგრძლივობა: 09:00-19:30;

(შენიშვნა: მშობელს საშუალება ექნება ბავშვი პროგრამაზე მოიყვანოს დილით 09:00 საათიდან და გაიყვანოს 19:30 საათამდე სასურველ დროს)

  • კვება: 3-ჯერ დღეში;
  • ჯგუფში მოსწავლეთა რაოდენობა: 20 ბავშვი

მსგავსი სიახლეები