• GE
  • EN
  • მთავარი
  • გიმნაზია შავნაბადა
  • სწავლა-სწავლება
  • მიღება
  • სასკოლო კლუბები
  • ბანაკი
  • ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია
  • სიახლეები
  • მოხალისე მასწავლებელი
  • ხშირად დასმული კითხვები
  • საზაფხულო ონლაინ სკოლა
  • კონტაქტი
  • რას გთავაზობთ?
  • ვიზიტის ჩანიშვნა
  • სხვა სკოლიდან გადმოსვლა
  • პირველკლასელთა მიღება
  • სკოლამდელ ცენტრში მიღება
  • გადასახადი
  • ფორმები

სკოლამდელ ცენტრში მიღება

შავნაბადას ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემიაში რეგისტრაცია 2025-2026 სასწავლო წლისთვის დაიწყო!


რას გთავაზობთ:

  • თანამედროვე სწავლების მიდგომებსა და მეთოდოლოგიებს; აკადემიის მთავარი ფილოსოფია ეფუძნება რეჯიო ემილიას მიდგომას და ინტეგრირებულია ქართულ სასწავლო პროგრამასთან;
  • სრულიად ახალ, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო ეკომეგობრულ კამპუსს. ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალით მოწყობილ თანამედროვე სასწავლო და მოსასვენებელ სივრცეებს;
  • მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ გუნდს, პატარებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით;
  • სკოლისთვის მოსამზადებელ სპეციალურ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია ლოგიკური აზროვნების შემეცნებითი, მოტორულ-სენსორული უნარებისა და სოციალურ, კომუნიკაციური და ემოციური კომპეტენციების განვითარებაზე;
  • მშობლებისთვის მორგებულ სასწავლო გრაფიკს: სასწავლო პროგრამა 09:00 საათიდან 18:00, ან 19:30 საათამდე;
  • სპეციალურად პატარებისთვის შედგენილ ჯანსაღ მენიუს

შავნაბადას აკადემიაში ვიყენებთ ბავშვზე ორიენტირებულ მიდგომებს და ამისთვის ვქმნით მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკვირდეთ, ვიმსჯელოთ, დავგეგმოთ და ეფექტურად ვიმუშაოთ როგორც გუნდში, ასევე მშობლებთან თანამშრომლობით. ამ პროცესში, ჩვენ უზრუნველვყოფთ ბავშვის ფიზიკურ, ემოციურ და კოგნიტურ განვითარებას, ასევე ვამზადებთ მათ სასკოლო ცხოვრებისთვის.

აკადემიის პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ხელოვნება – თავისუფალი თვითგამოხატვა სხვადასხვა მასალითა და ტექნიკით;
  • მეცნიერება – კვლევა, აღმოჩენები და სამყაროს ბუნებრივი პროცესების გაგება;
  • წიგნიერება – ენის განვითარება, ნარატივის შექმნა და კომუნიკაციის უნარების გაღრმავება;
  • ჯანსაღი ცხოვრების წესი – გონებრივ და ფიზიკურ კეთილდღეობაზე ზრუნვა;
  • დამოუკიდებლობა – თვითორგანიზება და გადაწყვეტილებების მიღების ხელშეწყობა;
  • ინგლისური – კომუნიკაცია და ლინგვისტიკური უნარების განვითარება თამაშის გზით;
  • ცეკვა – სხეულის მოძრაობის გაცნობიერება და რიტმთან კავშირი;
  • მუსიკა – ხმებისა და მელოდიების საშუალებით თვითგამოხატვა;
  • სპორტი – ფიზიკური აქტივობა, გუნდური თამაშები და სხეულის განვითარება;
  • არტ-თერაპია – ემოციების გადმოცემა ხელოვნებისა და შემოქმედებითი პროცესის საშუალებით.

სკოლამდელი აღზრდის პროგრამა განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის 5-6 წლის ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია მოამზადოს მოსწავლე მომავალი სასწავლო წლისთვის.

ბაღის პროგრამა განკუთვნილია 2-5 წლამდე ბავშვებისთვის.

ჯგუფებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20 ბავშვი.

სწავლის თვიური საფასური:

  • 09:00 საათიდან 18:00 საათამდე - 700 ლარი;
  • 09:00 საათიდან 19:30 საათამდე - 750 ლარი;

 

 

რეგისტრაცია
  • ს. წულაძის 32დ, თბილისი, საქართველო
  • 0322 77 84 27
  • info@shavnabada.edu.ge
მოგვყევით:

Copyright © 2017 shavnabada.ge
Developed by Innovators Group