ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია

ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია

შემოგვიერთდით აღმოჩენებით სავსე გზაზე.
ადრეული და სკოლამდელი განათლების აკადემია შავნაბადაში მოსწავლეების მიღება 2024-2025 სასწავლო წლისთვის დაიწყო.

რას გთავაზობთ:

  • სრულიად ახალ, მოსწავლეებისთვის უსაფრთხო ეკომეგობრულ კამპუსს. ეკოლოგიურად უსაფრთხო მასალით მოწყობილ თანამედროვე სასწავლო და მოსასვენებელ სივრცეებს;
  • მაღალკვალიფიციურ და გამოცდილ გუნდს, პატარებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით;
  • სკოლისთვის მოსამზადებელ სპეციალურ პროგრამას, რომელიც ორიენტირებულია ლოგიკური აზროვნების, მოტორული და მეტყველების უნარების განვითარებაზე;
  • მშობლებისთვის მორგებულ სასწავლო გრაფიკს:
  • სასწავლო პროგრამას 09:00 საათიდან 18:00, ან 19:30 საათამდე;
  • სპეციალურად პატარებისთვის შედგენილ ჯანსაღ მენიუს.

_______________________________________

სკოლამდელი აღზრდის პროგრამა განკუთვნილია სკოლამდელი ასაკის 5-6 წლის ბავშვებისთვის. პროგრამის მიზანია მოამზადოს მოსწავლე მომავალი სასწავლო წლისთვის.

ბაღის პროგრამა განკუთვნილია 2-5 წლამდე ბავშვებისთვის.

- ჯგუფებში მოსწავლეთა მაქსიმალური რაოდენობა: 20 ბავშვი;

- სწავლის თვიური საფასური:

  • 09:00 საათიდან 18:00 საათამდე - 650 ლარი;
  • 09:00 საათიდან 19:30 საათამდე - 700 ლარი;