სიახლეები

დისტანციური/ონლაინ სწავლება

15 მარტი 2020

გიმნაზია "შავნაბადა" 2020 წლის 16 მარტიდან თავის მოსწავლეებს დისტანციურ/ონლაინ სწავლებას სთავაზობს.

სასწავლო პროცესის მიმდინარეობა განხორციელდება 2019-2020 წლის საგაკვეთილო ცხრილის შესაბამისად. ჩატარდება ყველა გაკვეთილი (სპორტის, მეტყეველების კულტურისა და დამრიგებლის საათის გარდა) არსებული თანმიმდევრობით. მოსწავლეები გაკვეთილზე ჩართვას შეძლებენ არსებული ელექტრონული პლათფორმის, სქულბუქის გამოყენებით. ონლაინ გაკვეთილები დაიწყება დილის 10:00 საათზე და ერთი გაკვეთილის ხანგრძლივობა გასტანს 25 წუთს. 

  • 16 მარტს, 10:00 საათზე, ონლაინ გაკვეთილები სასკოლო ცხრილის შესაბამისად დაიწყება IX, X, XI და XII კლასებში.
  • 17 მარტს, 10:00 საათზე, ონლაინ გაკვეთილები სასკოლო ცხრილის შესაბამისად დაიწყება V, VI, VII და VIII კლასებში.
  • 18 მარტს, 10:00 საათზე, ონლაინ გაკვეთილები სასკოლო ცხრილის შესაბამისად დაიწყება I, II, III და IV კლასებში.

ონლაინ გაკვეთილზე ჩართვის საშუალება შესაძლებელია ე.წ. ჭკვიანი ტელეფონის და კომპიუტერის საშუალებით. მნიშვნელოვანია მოსწავლეს გაკვეთილზე ჩართვისთვის ჰქონდეს შესაბამისი მშვიდი გარემო, ტექნიკური აღჭურვილობა (ვიდეოთვალი, მიკროფონი) და კარგი ხარისხის ინტერნეტი.

დაწყებით საფეხურზე მოსწავლეთა მხარდაჭერის მიზნით მშობლების ჩართვა უმნიშვნელოვანესი იქნება.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ არ მოხდება სინქრონული (ონლაინ) ვიდეოების ჩაწერა, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია, დეპარტამენტის/კათედრის ხელმძღვანელები შეძლებენ ონლაინ გაკვეთილზე დაკვირვებას. ,,პირველ ეტაპზე ონლაინ გაკვეთილების ჩაწერა არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად, რადგან თავიდან ბევრი ტექნიკური ნიუანსი იქნება და ჩანაწერის გაკეთება გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მონაწილეებს." - ავთო აბდუშელიშვილი, გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორი.

საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეების ტექნიკურ მხარდაჭერას გიმნაზია "შავნაბადას" ინფორმაციულ საკომუნიკაციო მენეჯერი - ანა ტუღუში (მობ. 598791975; ელ.ფოსტა itsupport@shavnabada.ge) შეძლებს. ასევე, სქულბუქთან დაკავშირებულ საკითხებზე მშობლებსა და მოსწავლეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე 2 470 333.

გისურვებთ ჯანმრთელობას! ჩვენ ერთად ყველა გამოწვევას გავუმკლავდებით!

მსგავსი სიახლეები