სიახლეები

1 მენტორი, 10 წამყვანი, 49 უფროსი და 9 პრაქტიკოსი მასწავლებელი

01 ოქტომბერი 2019

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემის ამოქმედების დღიდან დღემდე გიმნაზია "შავნაბადას" 1 მენტორი, 10 წამყვანი, 49 უფროსი და 9 პრაქტიკოსი მასწავლებელი ჰყავს.

ამჯერად, გიმნაზია "შავნაბადას" გუნდის 13 წევრს აუმაღლდა სტატუსი. აქედან 6 უფროსი, 6 წამყვანი და 1 მენტორი მასწავლებელი გახდა. იანვრიდან გიმნაზიის კიდევ 8 მასწავლებელი ელოდება სტატუსის ამაღლებას წამყვანი მასწავლებლის პოზიციაზე.

"მასწავლებლობა ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა, ვერანაირი სტატუსი და წოდება ვერ ცვლის  და აიოლებს ამ პროფესიის სირთულეს, უნდა გიყვარდეს შენი საქმე, რომ შედეგს მიაღწიო, ამავე დროს აღვნიშნავ, რომ წამყვანი მასწავლებლის წოდება სტიმულია, ვფიქრობ, შრომა დამიფასდა და ეს მახარებს. ვულოცავ ჩემს კოლეგებს, გიმნაზია ,,შავნაბადას“ კი ვუსურვებ ბევრი პროფესიონალი და გულისხმიერი მასწავლებელი ჰყავდეს." - მადონა ფოჩხუა.

"ნათქვამია, თუ ბედავ სწავლებას თავადაც არასდროს უნდა შეწყვიტო სწავლაო, ვიზიარებ ამ მოსაზრებას და მიმაჩნია, რომ თუ გინდა შენი გაკვეთილი იყოს მოსწავლისთვის საინტერესო, სახალისო და პროდუქტიული მუდმივად უნდა ვითარდებოდე, სწავლობდე, ეძებდე და პოულობდე გზას, რომელიც შენს მოსწავლეს მიიყვანს წარმატებამდე. სწორედ ესაა ჩემი მოტივაცია და ამ მუდმივმა თვითგანვითრებაზე ზრუნვამ მიმიყვანა მასწავლებლის უმაღლეს საფეხურამდე, მე ვარ მენტორი, რაც ნიშნავს, რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა ვაკეთო ჩემზედ დაკისრებული მოვალეობა, უფრო ეფექტური და ეფექტიანი იყოს ჩემი გაკვეთილები და უფრო წარმატებული ჩემი მოსწავლე." - ლაურა ჯიმშელეიშვილი.


 

მსგავსი სიახლეები