სიახლეები

კონფერენცია “აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში“

19 აპრილი 2018

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადა“ აცხადებს მასწავლებელთა კონფერენციის მონაწილეთა რეგისტრაციას.

კონფერენციის მიზანია:

  • მასწავლებელთა პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა;
  • საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში აქტუალური საკითხების, სუკეთესო პედაგოგიური გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება;
  • სხვადასხვა რაიონის მასწავლებელთა შორის პროფესიული ურთიერთობების განვითარება;
  • „საბუნებისმეტყველო საგნის პედაგოგთა კვლევითი საქმიანობის წამახალისებელი გარემოს შექმნა.“

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულ თბილისისა და რუსთავის საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოქმედ მასწავლებლებს.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაეცანით ბმულს

მსგავსი სიახლეები