სიახლეები

ზაფხულის არდადეგებისთვის

11 აგვისტო 2021

დაგვეთანხმებით, რომ საკმაოდ დატვირთული და გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი გავიარეთ და წინ ჯერ კიდევ გვაქვს რამდენიმე კვირა დასასვენებლად. ალბათ, თქვენც ფიქრობთ, რა მოუხერხოთ ამდენ თავისუფალ დროს.
ვეცდებით დაგეხმაროთ.

ალბათ, უკვე  წახვედით ზღვაზე, მთაში, სოფელში. კარგად გაერთეთ, უყურეთ ფილმებს, დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან და ოჯახთან ერთად ატარებთ, მაგრამ სკოლის არდადეგების დროს კიდევ ბევრი პროდუქტიული საქმის კეთება შეგვიძლია.

  • პირველი, რასაც აკეთებთ, აფასებთ განვლილ სემესტრს, ფიქრობთ სუსტ და ძლიერ მხარეებზე და სახავთ სამომავლო გეგმას, რა უნდა გამოასწოროთ მომდევნო სემესტრში.
  •  უყურეთ YouTube-ის საგანმანათლებლო ვიდეოებს. მოძებნა არ გაგიჭირდებათ, მაგრამ ჩვენც დაგეხმარებით:

 • https://www.youtube.com/user/minutephysics
 • https://www.youtube.com/user/crashcourseYouTube
 • https://www.youtube.com/user/asapscience

  •  უყურეთ დოკუმენტურ ფილმებს.

ათასობით მაღალი ხარისხის დოკუმენტური ფილმის ნახვა უფასოდ შეგიძლიათ და არც NETFLIX დაგავიწყდეთ. 

  •  არდადეგები საუკეთესო დროა ახალი ენის შესასწავლად.

სცადეთ:
 • https://lingwing.com/ka/
 • https://www.duolingo.com/
 • https://www.bbc.co.uk/learningenglish/

  •  გააუმჯობესეთ თქვენი ფიზიკური ჯანმრთელობა.

დაიწყეთ რეგულარული ვარჯიში, ჯანმრთელი კვება, დალიეთ მეტი წყალი და კარგად გამოიძინეთ  

  •  გაიარეთ ონლაინ კურსები.

ათასობით უფასო ონლაინ კურსია, რომლითაც შეიძლება დაინტერესდეთ და მომავალ საქმიანობაშიც გამოიყენოთ:
 • https://www.udemy.com/
 • https://www.coursera.org/

  •  გაყიდეთ ის, რასაც არ იყენებთ(მაგ. სოციალური ქსელების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში).

დარწმუნებული ვარ, ბევრ ნივთს ფლობთ, რომელსაც არ იყენებთ, მაგრამ სხვას სჭირდება და თან მზადაა გადაგიხადონ.  

  •  ნახეთ ხანის აკადემიის ვიდეოები, მათ შორის ქართულ Youtube არხსაც გადახედეთ.  

 • https://ka.khanacademy.org/
 • https://www.youtube.com/channel/UC5YZ8qFapX-kgmL4WTtvdWA

  •  გაასუფთავეთ თქვენი საფოსტო ყუთი.

გასული სემესტრის განმავლობაში, თქვენი ელექტრონული ფოსტა ალბათ, დაიტბორა და ახალი სემესტრისთვის უკვე მზად გექნებათ.


ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ.

მსგავსი სიახლეები